2023 წლის ნოემბერში  სს “რუსთავის აზოტის” საქველმოქმედო ფონდში შემოვიდა 21 განცხადება. 12 განცხადება ეხებოდა უშუალოდ თანამშრომლების ჯანმრთელობის პრობლემებს, ხოლო 3 განცხადება ოჯახის წევრების შემთხვევებს.

სსსს-ს ელზეინკალს გაეწია დახმარება 405 ლარის ოდენობით ნიჟარების ამოკვეთის დასაფინანსებლად, სსხ და ა-ს დამლაგებელს გაეწია დახმარება 200 ლარის ოდენობით ფარისებრის კეთილთვისებიანი სიმსივნის სამკურნალოდ, დიაგნოსტიკური ლაბორატორიის ზეინკალს გაეწია დახმარება 129 ლარის ოდენობით გართულებული კატარაქტის სამკურნალოდ, სანიტარული ლაბორატორიის ლაბორანტს გაეწია დახმარება  1000 ლარის ოდენობით მკერდის კიბოს სამკურნალოდ, ვიდეომონიტორინგის განყოფილების თანამშრომელს გაეწია დახმარება 508 ლარის ოდენობით გულის სტენტირების დასაფინანსებლად, ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის მძღოლს გაეწია დახმარება 727 ლარის ოდენობით მენჯ-ბარძაყის ენდოპროთეზირებისათვის, ელშემკეთებელი საამქროს ელზეინკალს გაეწია დახმარება 240 ლარის ოდენოთ კატარაქტის სამკურნალოდ, წყალმომარაგების საამქროს ზეინკალს გაეწია დახმარება 380 ლარის ოდენობით მუცლის თიაქარის სამკურნალოდ, მსშს-ს ზეინკალს დავეხმარეთ 350 ლარის ოდენობით შარდის ბუშტის სიმსივნის სამკურნალოდ, ტომრების საამქროს შემგროვებელს გაეწია დახმარება 237 ლარის ოდენობით არითმიის სამკურნალოდ, ციანმარილების წარმოების თანამშრომელს გაეწია დახმარება 411 ლარის ოდენობით მენისკის ოპერაციის ასანაზღაურებლად, ელმომარაგების თანამშრომელს გაუწიეთ დახმარება 285 ლარის ოდენობით კატარაქტის გამო.

რაც შეეხება ოჯახის წევრების დაავადებებს და დახმარებებს მათ მიმართ: ელმომარაგების თანამშრომელს გაეწია დახმარება  ვაჟის აქილევსის გაგლეჯილი მყესის სამკურნალოდ 1043 ლარის ოდენობით, სარემონტო-მექანიკური საამქროს თანამშრომელს გაეწია დახმარება 500 ლარის ოდენობით მამის სუბდურული ჰემატომის სამკურნალოდ, ცენტრალური ლაბორატორიის თანამშრომელს დედის მძიმე ანემიის სამკურნალოდ გაეწია დახმარება 1613 ლარის ოდენობით, გვარჯილის საამქროს სსხ და ა-ს ზეინკალს გაეწია დახმარება 880 ლარის ოდენობით მეუღლის მკერდის კიბოს სამკურნალოდ, სახანძრო სამსახურის მეხანძრეს დავეხმარეთ 1000 ლარით მეუღლის მენჯ-ბარძაყის ენდოპროტეზირებისათვის, ამიაკის წარმოების თანამშრომელს გაეწია დახმარება 3000 ლარის ოდენობით ქალიშვილის მკერდის კიბოს მკურნალობის ასანაზღაურებლად, ასევე ამიაკის წარმოების სსხ და ა-ს ზეინკალს მეუღლის თავის ტვინის სიმსივნის სამკურნალოდ გაეწია დახმარება 1362 ლარის ოდენობით, მსშს-ს თანამშრომელს მეუღლის მეტაბოლიზმის დარღვევის და ჰიპოთირეოზის მკურნალობისთვის გაეწია დახმარება 118 ლარის ოდენობით, იგივე საამქროს თანამშრომელს დედის კიბოს გამო გაეწია დახმარება 2000 ლარის ოდენობით.

 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *