2023 წლის ოქტომბერში  სს “რუსთავის აზოტის” საქველმოქმედო ფონდში შემოვიდა 7 განცხადება. 4 განცხადება ეხებოდა უშუალოდ თანამშრომლების ჯანმრთელობის პრობლემებს, ხოლო 3 განცხადება ოჯახის წევრების შემთხვევებს.

ციანმარილების წარმოების მეაპარატეს გაეწია დახმარება 340 ლარის ოდენობით ფეხის მოტეხილობის სამკურნალოდ, საქვაბის საამქროს ელშემდუღებელს გაეწია დახმარება 364 ლარის ოდენობით თირკმლის ლიტოტრიფსიის დასაფინანსებლად, აზოტმჟავის საამქროს ელზეინკალს გაეწია დახმარება 700 ლარის ოდენობით მუხლის ენდოპროთეზირების დასაფინანსებლად, გვარჯილის საამქროს თანამშრომელს გაეწია დახმარება 1000 ლარის ოდენობით კორონარული შუნტირების დასაფინანსებლად.

რაც ეხება ოჯახის წევრებს, რესურსი გადანაწილდა შემდეგნაირად: ელმომარაგების საამქროს თანამშრომელს მეუღლის თრომბოციტოპენიის სამკურნალოდ გაეწია დახმარება 703 ლარის ოდენობით, ჟანგბადის წარმოების თანამშრომელს მეუღლის მშობიარობის შემდგომი გართულების მკურნალობის ასანაზღაურებლად გაეწია დახმარება 907 ლარის ოდენობით, გვარჯილის საამქროს თანამშრომელს დედის ქიმიოთერაპიის დასაფინანსებლად გაეწია დახმარება 910 ლარის ოდენობით.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *