2023 წლის სექტემბერში  სს “რუსთავის აზოტის” საქველმოქმედო ფონდში შემოვიდა 13 განცხადება. ფონდის რესურსი გადანაწილდა შემდეგნაირად:

აირმაშველი სამსახურის ცვლის უფროსს თვალის ბადურის ჩამოშლის გამო გაეწია დახმარება 1360 ლარის ოდენობით, საქვაბის საამქროს მეაპარატეს დავეხმარეთ 615 ლარით თიაქარის ოპერაციის თანადაფინანსებისათვის, ასევე საქვაბის საამქროს თანამშრომელს გაეწია დახმარება 541 ლარის ოდენობით ჰემოროიდექტომიის ასანაზღაურებლად, საკონსტრუქტორო განყოფილების თანამშრომელს გაეწია დახმარება 700 ლარის ოდენობით მიელოდისპლაზიური დაავადების სამკურნალოდ, ელექტრო-შემკეთებელი საამქროს დამლაგებელს გაეწია დახმარება 335 ლარის ოდენობით თვალის ბროლის დისლოკაციის გამოსასწორებლად, საზომი ხელსაწყოების საამქროს ზეინკალს გაეწია დახმარება 1720 ლარის ოდენობით ვულგარული ფსორიაზის სამკურნალოდ.

რაც შეეხება ოჯახის წევრების ჯანმრთელობის პრობლემებს და ფონდის მიერ გაწეულ დახმარებებს, ის გამოიყურება შემდეგნაირად: კაპროლაქტამის საამქროს ელმონტიორს გაეწია დახმარება 608 ლარის ოდენობით, ამიაკის წარმოების დამხმარე მუშას გაეწია დახმარება 1000 ლარის ოდენობით ნეფრექტომიის ასანაზღაურებლად, მოწყობილობათა შემკეთებელი საამქროს ზეინკალს გაეწია დახმარება 2200 ლარის ოდენობით თვალის რეფრაქციული ანომალიის დასაკორექტირებლად,  ვიდეომონიტორინგის ოპერატორს გაეწია დახმარება 1000 ლარის ოდენობით მეუღლის ორსულობის დროს გაჩენილი ჰემატომის სამკურნალოდ, ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის მეხანძრეს გაეწია დახმარება 3000 ლარის ოდენობით მეუღლის თავის ტვინის მალფორმაციის სამკურნალოდ, ციანმარილების წარმოების მემანქანეს ქალიშვილის საზარდულის თიაქარის ოპერაციული მკურნალობისათვის გაეწია დახმარება 621 ლარის ოდენობით, წყამომარაგების საამქროს თანამშრომელს გაეწია დახმარება 600 ლარის ოდენობით მეუღლის დიაბეტის ფონზე დაწყებული განგრენის სამკურნალოდ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *