2023 წლის ივლისში სს “რუსთავის აზოტის” საქველმოქმედო ფონდში შემოვიდა 17 განცხადება. ფონდის რესურსი გადანაწილდა შემდეგნაირად:
ტომრების მეაპარატეს დავეხმარეთ 980 ლარით დორსალგიის სამკურნალოდ, სარემონტო-მექანიკური საამქროს ოპერატორს გაეწია დახმარება 804 ლარის ოდენობით თავის ტვინის სიმსივნის ოპერაციისათვის, იგივე საამქროს თანამშრომელს ცხვირის ძგიდის ოპერაციისთვის გაეწია დახმარება 328 ლარის ოდენობით, იგივე საამქროს ზეინკალს გაეწია დახმარება 257 ლარის ოდენობით ლავიწიდან ფირფიტის ამოსაღებად, მოწყობილობათა საამქროს ზეინკალს გაეწია დახმარება 175 ლარის ოდენობით შარდის ბუშტის სიმსივნის სამკურნალოდ, ცენტრალური ლაბორატორიის ლაბორანტს სპინალური დეკომპრესიის გამო გაუწიეთ დახმარება 2000 ლარის ოდენობით, ციანმარილების საამქროს 5 თანამშრომელს გაეწია დახმარება ივლისის თვეში: შემფუთველს გაეწია დახმარება 516 ლარის ოდენობით ნერვების დეკომპრესიის გამო, აბსორბციის მეაპარატეს გაეწია დახმარება 472 ლარის ოდენობით ქოლეცისტექტომიის ჩასატარებლად. გვარჯილის საამქროს მეაპარატეს გაეწია დახმარება 300 ლარის ოდენობით მენისკექტომიის შემდგომი ჰიალურონის ინექციის ასანაზღაურებლად, ჟანგბადის საამქროს უბნის უფროსს დავეხმარეთ 157 ლარით თორმეტგოჯა ნაწლავის საოპერაციოდ.
რაც შეეხება ოჯახის წევრების განცხადებებს, ისინი მოიცავდა შემდეგ საკითხებს: ასევე ციანმარილების საამქროს მექანიკოსს გაეწია დახმარება 670 ლარი – ქალიშვილის ქალაშიდა მოტეხილობის სამკურნალოდ, აორთქლების მეაპარატეს გაეწია დახმარება 455 ლარის ოდენობით 8 წლის შვილის ფილტვის ანომალიის სამკურნალოდ, იგივე საამქროს მეაპარატეს გაეწია დახმარება მამის პროსტატის კიბოს სამკურნალოდ 2209 ლარის ოდენობით, ელექტრომომარაგების საამქროს ელმონტიორს გაეწია დახმარება 2095 ლარის ოდენობით 9 წლის შვილის გენეტიკური კვლევის ასანაზღაურებლად, სამმართველოს მენეჯერს ქმრის სისხლის კიბოს სამკურნალოდ გაეწია დახმარება 518 ლარის ოდენობით, ცენტრალური ლაბორატორიის ლაბორანტის შვილიშვილის თიაქარის ოპერაციისთვის დავეხმარეთ 500 ლარით, წყალმომარაგების მეაპარატე-ოპერატორს დავეხმარეთ 500 ლარით ორსული მეუღლის გლუკაზოტოლერანტობის სამკურნალოდ, ანტიკოროზიის საამქროს მაგუმირებელს გავუწიეთ დახმარება 372 ლარის ოდენობით მეუღლის თვალისშიდა ინექციის გასაკეთებლად, ლაბორატორიის თანამშრომელს გაეწია დახმარება 300 ლარის ოდენობით შვილის მენისკექტომიის პოსტოპერაციული მდგომარეობის შესამსუბუქებლად.