2023 წლის ივნისში სს “რუსთავის აზოტის” საქველმოქმედო ფონდში შემოვიდა 19 განცხადება. ფონდის რესურსი გადანაწილდა შემდეგნაირად:
ტომრების საამქროს მკერავს გაეწია დახმარება 1858 ლარის ოდენობით კუჭის სიმსივნის გამო, სულფატის საამქროს მეაპარატეს გაეწია დახმარება 528 ლარის ოდენობით საშვილოსნოს კიბოს სამკურნალოდ, საკონსტრუქტორო განყოფილების ინჟინერს გაეწია დახმარება 424 ლარის ოდენობით ქრონიკული ოსტეოპოროზის სამკურნალოდ, გვარჯილის საამქროს ზეინკალს დავეხმარეთ 367 ლარის ოდენობით თვალის ბადურის ფოტოკოაგულაციისათვის, 1503 ლარიანი დახმარება გაეწია გვარჯილის საამქროს შემფუთველს ჰისტერექტომიის ჩასატარებლად, ასევე გვარჯილის საამქროს მეაპარატეს გაეწია დახმარება 1000 ლარის ოდენობით მუხლის მენისკექტომიის გამო, ციანმარილების საამქროს მეაპარატეს გაეწია დახმარება 235 ლარის ოდენობით ფსორიაზის სამკურნალოდ, მეორე მეაპარატეს იგივე საამქროდან გაეწია დახმარება მეუღლის ჰეპატიტის სამკურნალოდ 315 ლარის ოდენობით, 1000 ლარით დავეხმარეთ სამედიცინო განყოფილების ექთანს შვილის კუჭის შუნტირების თანადაფინანსებისათვის, რკინიგზის საამქროს შემკეთებელს გაეწია დახმარება 230 ლარის ოდენობით მამის ცერებროვასკულარული დაავადების სამკურნალოდ, მთავარი ენერგეტიკოსის განყოფილების თანამშრომელს გაეწია დახმარება 1767 ლარის ოდენობით მეუღლის გულის სტენდირების ჩასატარებლად, ჟანგბადის საამქროს მეაპარატეს გაეწია დახმარება 902 ლარის ოდენობით მეუღლის გულის სტენდირება-ანგიოპლასტიკის ჩასატარებლად, ელექტრომომარაგების საამქროს ცვლის უფროსს გაეწია დახმარება 502 ლარის ოდენობით დიაბეტიკი მეუღლის გამო, წყალმომარაგების საამქროდან ივნისის თქვეში იყო 5 განცხადება: ზეინკალს მეუღლის ქოლეცისტექტომიის ჩასატარებლად დავეხმარეთ 500 ლარით, მეაპარატეს გაეწია დახმარება 900 ლარის ოდენობით მეუღლის მწვავე ინფარქტის სამკურნალოდ, ასევე მეაპარატეს გაეწია დახმარება 2400 ლარის ოდენობით მეუღლის ბარძაყის არტერიის სტენდირებისთვის, იგივე საამქროს ცვლის უფროსს გაეწია დახმარება 2545 ლარის ოდენობით მეუღლის ჰომოცისტეინემიის სამკურნალოდ, ზეინკალს გაეწია დახმარება 2800 ოდენობით შვილის შარდსაწვეთის რეინპლანტაციის გამო, ხანძარსაწინააღმდეგო საამქროს მძღოლს გაეწია დახმარება 500 ლარის ოდენობით შვილის ტურბინოპლასტიკის გამო.