5 ივნისს გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან  დაკავშირებით,  სს ,,რუსთავის აზოტი ინდორამასა“ და რუსთავის მერიის ორგანიზებით, რუსთავში,  ლომოურის ქუჩაზე, გამწვანების აქცია გაიმართა. ეკოაქციაში,  სს ,,რუსთავის აზოტი ინდორამას" წარმომადგენლები, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, რუსთავის საკრებულოს წევრები და საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი შატაკიშვილი მონაწილეობდნენ. აქციის ფარგლებში, ლომოურის ქუჩაზე 100-ზე  მეტი ხე-მცენარე დაირგო.
ამავე დღეს, გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, სს „რუსთავის აზოტი ინდორამას“ ხელმძღვანელობა, საწარმოს სააქტო დარბაზში, თანამშრომლებს შეხვდა, სადაც გარემოს დაცვასთან დაკავშირებით, ერთობლივი ფიცი დაიდო.
– „როგორც ჩემი ქვეყნის მოქალაქე და პლანეტა დედამიწის პასუხისმგებელი ბინადარი, მე ვიღებ ვალდებულებას, უარს ვთქვა, შევამცირო, გადავამუშაო, ხელახლა გამოვიყენო ან აღვადგინო პლასტმასი. ჩემი შესაძლებლობის ფარგლებში:  უარს ვამბობ პლასტმასის ნივთების ერთჯერად გამოყენებაზე (პარკები, პლასტმასის ერთჯერადი კომპლექტი და ა.შ). ყოველთვის გამოყენებული იქნება ქსოვილისგან დამზადებულ პარკები და მრავალჯერადი გამოყენების კომპლექტები. არ მოხდება ხილის ან ბოსტნეულის შეძენა პოლიესტერის ფირით. ასევე აუცილებლად ჩავაყენებ საქმის კურსში გარშემომყოფებს, მეგობრებს და ოჯახის წევრებს, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ პლასტმასის გამოყენება. საბოლოო ჯამში, ეს ხელს შეუწყობს შემცირდეს ნარჩენები გადამუშავებისათვის. ყველა მეთოდით ვეცდები, გამოვავლინოთ ყველა, ვინც თავისი ქმედებით აზიანებს გარემოს და ყველა შესაძლო საშუალებით, ვეცდები დავიცვათ ადამიანთა სიცოცხლე. ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ მომავალ თაობებს შეუნარჩუნდეთ საცხოვრებლად მწვანე დედამიწა“ – ნათქვამია ფიცში.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *