2023 წლის მაისში  სს “რუსთავის აზოტის” საქველმოქმედო ფონდში შემოვიდა 8 განცხადება. ფონდში შეგროვილი თანხა შეადგენდა 51407 ლარს. შემოსული განცხადებებით ჯამური მოთხოვნა კი იყო 6358 ლარი.  ფონდის რესურსი გადანაწილდა შემდეგნაირად:

ამიაკის წარმოების ტურბოკომპრესორის მემანქანეს გაეწია დახმარება 412 ლარის ოდენობით სანერწყვე ჯირკვლის სიმსივნის გამო, წყალმომარაგების საამქროს მეაპარატეს გაეწია დახმარება 231 ლარის ოდენობით მუხლის მენისკექტომიის ოპერაციისათვის, საქვაბის საამქროს მეაპარატეს გაეწია დახმარება 600 ლარის ოდენობით ქოლეცისტექტომიის ჩასატარებლად, საზომი ხელსაწყოების და ავტომატიკის ორმა თანამშრომელმა მომართა ფონდს მაისის თვეში, ერთ-ერთს გაუწიეთ დახმარება 1071 ლარის ოდენობით ნერვის ფესვის დეკომპრესიის ჩასატარებლად, ხოლო მეორეს, ზეინკალს, გაეწია დახმარება 907 ლარის ოდენობით მეუღლის არტერიების ოპერაციის მოსამზადებელი პერიოდის თანადაფინანსებისათვის, ციანმარილების წარმოების 2 თანამშრომელს გაეწია დახმარება: საშრობის მეაპარატეს დავეხმარეთ 700 ლარის ოდენობით შვილის აუტისტური სპექტრის აშლილობის თერაპიის ჩასატარებლად, ხოლო მზა პროდუქციის სემფუთველს დავემარეთ 1603 ლარით ქალიშვილის ფარისებრის სიმსივნის სამკურნალოდ. სარემონტო-მექანიკური საამქროს ჩამომსხმელს გაეწია დახმარება მეუღლის მენჯის ძვლის კიბოს სამკურნალოდ 1009 ლარის ოდენობით.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *