2022 წლის 9 დეკემბერს სს “რუსთავის აზოტის” საქველმოქმედო ფონდში შემოვიდა 20 განცხადება. ფონდში შეგროვილი თანხა შეადგენდა 32627 ლარს. შემოსული განცხადებებით ჯამური მოთხოვნა კი იყო 16952 ლარი. 13 განცხადება ეხებოდა უშუალოდ თანამშრომლების ჯანმრთელობის პრობლემებს, ხოლო 7 განცხადება ოჯახის წევრების პრობლემებს. ფონდის ფინანსური რესურსი გადანაწილდა შემდეგნაირად:
მოწყობილობათა სპეცშემკეთებელი საამქროს 3 თანამშრომელს გაეწია დახმარება დეკემბრის თვეში, ერთ-ერთს მენჯ-ბარძაყის ენდოპროთეზირების თანადაფინანსებისათვის დავეხმარეთ 1000 ლარით, კორონარული სტენტირების და რეკანალიზაციის ასანაზღაურებლად დავეხმარეთ 1100 ლარით, სარემონტო-მექანიკური საამქროს თანამშრომელს ჩამოეშალა თვალის ბადურა, მკურნალობისთვის დავეხმარეთ 855 ლარით, სამშენებლო-სამეურნეო საამქროს თანამშრომელს გაეწია დახმარება 382 ლარის ოდენობით ასევე დაზიანებული თვალის სამკურნალოდ, სიცივის საამქროს თანამშრომელს ოსტეოპოროზის სამკურნალოდ გაეწია დახმარება 590 ლარის ოდენობით, ამიაკის წარმოების თანამშრომელს პრეეკლამპსიის სამკურნალოდ დავეხმარეთ 1003 ლარით, საწარმოო განყოფილების თანამშრომელს მენჯ-ბარძაყის ენდოპროთეზირებისათვის გაუწიეთ დახმარება 347 ლარის ოდენობით, წყალმომარაგების საამქროს თანამშრომელს დავეხმარეთ 1000 ლარის ოდენობით წინამდებარე ჯირკვლის ოპერაციის თანადაფინანსებისათვის, ცენტრალური ლაბორატორიის თანამშრომელს სრული თირეოიდექტომიის გამო დავეხმარეთ ასევე 1000 ლარით, ელექტრომომარაგების საამქროს თანამშრომელს გაეწია დახმარება 311 ლარის ოდენობით, ეროზიული გასტროდუოდენიტის სამკურნალოდ, ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის თანამშრომელს გაეწია დახმარება 496 ლარის ოდენობით სომატომორფული ვეგეტატიური დისფუქნციის სამკურნალოდ, გვარჯილის საამქროდან იყო 2 მომართვა, ერთ-ერთ თანამშრომელს დავეხმარეთ 300 ლარით ფეხის მოტეხილობის სამკურნალოდ.
რაც შეეხება ოჯახის წევრების დახმარებებს, რესურსი გადანაწილდა შემდეგნაირად: გვარჯილის საამქროს მეორე თანამშრომელს გაეწია დახმარება 367 ლარის ოდენობით შვილის კრიპტორქიზმის სამკურნალოდ, მოწყობილობათა სპეცშემკეთებელი საამქროს მესამე თანამშრომელს გაეწია დახმარება 500 ლარის ოდენობით შვილის ფეხის ტრავმის ოპერაციული მკურნალობის დასაფინანსებლად, სიცივის წარმოების თანამშრომელს დავეხმარეთ 278 ლარის ოდენობით მეუღლის ენცეფალოპათიის და ციროზის სამკურნალოდ, ციანმარილების წარმოების თანამშრომელს გაეწია დახმარება 746 ლარის ოდენობით დედის ანთებითი პოლინეიროპათიის სამკურნალოდ, ცენტრალური ლაბორატორიის მეორე თანამშრომელს გაეწია დახმარება 300 ლარის ოდენობით ვაჟის მუხლის სახსრის მკურნალობისათვის, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელს მეუღლის ქოლეცისტექტომიის ჩასატარებლად გაეწია დახმარება 400 ლარის ოდენობით, ავტოსატრანსპორტო საამქროს თანამშრომელს მეუღლის მკერდის კიბოს მკურნალობის თანადაფინანსებისათვის გაეწია დახმარება 1573 ლარის ოდენობით.