2022 წლის 9 სექტემბრის  სს “რუსთავის აზოტის” საქველმოქმედო ფონდში შემოვიდა 8 განცხადება. ფონდში შეგროვილი თანხა შეადგენდა 20322 ლარს. შემოსული განცხადებებით ჯამური მოთხოვნა კი იყო 4639 ლარი.  7 განცხადება ეხებოდა უშუალოდ თანამშრომლების ჯანმრთელობის პრობლემებს, ხოლო 1 განცხადება ოჯახის წევრების პრობლემებს. 

ფონდის ფინანსური რესურსი გადანაწილდა შემდეგნაირად: ავტოსატრანსპორტო საამქროს მძღოლს დავეხმარეთ 743 ლარით ანევრიზმის ლიგატურის ჩასატარებლად, კ/ლაქტამიდან შემოვიდა 2 განცხადება: ერთ-ერთი ეხებოდა პროსტატექტომიას და დაფინანსდა 372 ლარით, ხოლო მეორე 300 ლარით – მუცლის თიაქარის ოპერაციის თანადაფინანსებისათვის, საზომი ხელსაწყოების და ავტომატიკის საამქროს ზეინკალს დავეხმარეთ 428 ლარით პროსტატექტომიის ჩასატარებლად, წყალმომარაგების მეაპარატეს დავეხმარეთ 405 ლარით ნაღვლის ბუშტის ოპერაციისთვის, მსშს-ს თანამშრომელს ასციტის სამკურნალოდ გაეწია დახმარება 440 ლარის ოდენობით, ასევე მსშს-ს ზეინკალს გაეწია დახმარება 300 ლარის ოდენობით ცხვირის ოპერაციის ჩასატარებალდ. რაც ეხება ოჯახის წევრების ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ თხოვნებს, სექტემბრის თქვეში ასეთი იყო მხოლოდ 1 განცხადება: ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ინსპექტორს გაეწია დახმარება 1437 ლარის ოდენობით კორონაროგრაფიის და სტენტირების ჩასატარებლად.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *