2022 წლის 11 ივლისისათვის სს “რუსთავის აზოტის” საქველმოქმედო ფონდში შემოვიდა 19 განცხადება. ფონდში შეგროვილი თანხა შეადგენდა 29587 ლარს. შემოსული განცხადებებით ჯამური მოთხოვნა კი იყო 23580 ლარი. 8 განცხადება ეხებოდა უშუალოდ თანამშრომლების ჯანმრთელობის პრობლემებს, ხოლო 11 განცხადება ოჯახის წევრების პრობლემებს.
ფონდის ფინანსური რესურსი გადანაწილდა შემდეგნაირად: ანტიკოროზიის საამქროს ოსტატს გაეწია დახმარება 2500 ლარის ოდენობით მუხლის სახსრის ენდოპროთეზირებისათვის, ამიაკის წარმოების მეაპარატეს გაეწია დახმარება 292 ლარის ოდენობით მასტოიდიტის სამკურნალოდ, ციანმარილების წარმოებიდან შემოვიდა 5 განცხადება, აქედან 2 იყო უშუალოდ თანამშრომლების პრობლემების ირგვლივ: ერთ-ერთ შემფუთველს, რომელსაც დადგენილი აქვს უმძიმესი პოლიდიაგნოზი (ფიბროზი, ასციტი, ცეროზი) გაეწია დახმარება 1000 ლარის ოდენობით, ამავე წარმოების მეაპარატეს ეპილეფსიური სინდრომის სამკურნალოდ გაეწია დახმარება 792 ლარის ოდენობით, მოწყობილობათა შემკეთებელ საამქროს დამლაგებელს გაეწია დახმარება 190 ლარის ოდენობით მალთაშუა დისკოზის გამო, კაპროლაქტამის წარმოების მეაპარატეს დავეხმარეთ 500 ლარის ოდენობით ცხვირ-ხახის წიაღის ოპერაციის ჩასატარებლად, ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის მძღოლს გაეწია დახმარება 2700 ლარის ოდენობით პროსტატის ადენოკარცინომის გამო, ცენტრალური ლაბორატორიის ლაბორანტს ჰისტერექტომიის ჩასატარებლად გაეწია დახმარება 800 ლარის ოდენობით.
რაც შეეხება ოჯახის წევრების ჯანმრთელობის პრობლემებს, სურათი შემდეგია: 1200 ლარით დავეხმარეთ ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის მეხანძრეს 87 წლის დედის ღვიძლის კიბოს სამკურნალოდ, ჟანგბადის წარმოების ელმონტიორს მეუღლის კორონარული შუნტირების ჩასატარებლად გაეწია დახმარება 3000 ლარის ოდენობით. ცენტრალური ლაბორატორიის თანამშრომელს 38 წლის ქალიშვილის ხერხემლის დისკექტომიის გასაკეთებლად გაეწია დახმარება 800 ლარის ოდენობით, ელექტრომომარაგების თანამშრომელს 55 წლის მეუღლის ფილტვის სიმსივნის გამო გაეწია დახმარება 500 ლარის ოდენობით, რკინიგზის საამქროს თანამშრომელს გაეწია დახმარება 50 წლის მეუღლის ლეიომიომის სამკურნალოდ 300 ლარის ოდენობით, წყალმომარაგების მეაპარატეს 25 წლის მეუღლის მკერდის კიბოს სამკურნალოდ დავეხმარეთ 1580 ლარის ოდენობით, წყალმომარაგების მემანქანეს გაეწია დახმარება 1300 ლარის ოდენობით 38 წლის ქალიშვილის მალთაშუა თიაქარის გამო ჩატარებული დისკექტომიის თანადაფინანსებისათვის, ციანმარილების თანამშრომელს 85 წლის დედის ბრონხოპნევმონიის სამკურნალოდ დავეხმარეთ 510 ლარის ოდენობით, ასევე ციანმარილების წარმოების 2 თანამშრომელს გაეწია დახმარება, ერთ-ერთს 2200 ლარის ოდენობით 80 წლის მამის თირკმლის კიბოს სამკურნალოდ, ხოლო მეორეს 4 წლის შვილის აუტიზმის ფარგლებში ბიოაკუსტიკური მკურნალობის ჩასატარებლად 1000 ლარით, სამეურნეო საამქროს თანამშრომელს 19 წლის ქალიშვილის ჰაიმოროტომიის ჩასატარებლად გაეწია დახმარება 468 ლარის ოდენობით.