2021 წლის 10 მარტის სს “რუსთავის აზოტის” საქველმოქმედო ფონდში შემოვიდა 11 განცხადება. ფონდში შეგროვილი თანხა შეადგენდა 17385 ლარს. შემოსული განცხადებებით ჯამური მოთხოვნა კი იყო 7840 ლარი. 7 განცხადება ეხებოდა უშუალოდ თანამშრომლების ჯანმრთელობის პრობლემებს, 4 ოჯახის წევრებს. ფონდის ფინანსური რესურსი გადანაწილდა შემდეგნაირად:
ციანმარილების საამქროს ორ თანამშრომელს გაეწია დახმარება მარტის თვეში, ერთ-ერთი იყო შემფუთველი, რომელსაც განმეორებით გაუწიეთ დახმარება 400 ლარის ოდენობით დისკის თიაქარის სამკურნალოდ, მეორეს – კაუსტიკური სოდის გამხსნელს ქრონიკული პროსტატიტის სამკურნალოდ დავეხმარეთ 2700 ლარით შოკტალღოვანი თერაპიის გასავლელად, რკინიგზის საამქროს მწონავს მიომის სამკურნალოდ გაუწიეთ დახმარება 262 ლარის ოდენობით, ორთქლმომარაგების საამქროს ზეინკალს თავის ქალის ტრავმის სამკურნალოდ დავეხმარეთ 202 ლარით, სიცივის საამქროს ცვლის უფროსს დავეხმარეთ 307 ლარით მრავლობითი ტრავმების სამკურნალოდ, ელექტრომომარაგების საამქროს მეკაბელეს განმეორებით გაუწიეთ დახმარება თვალის კაკლის გახლეჩვის ოპერაციული მკურნალობისთვის 935 ლარით, კაპმშენებლობის განყოფილების საქმისმწარმოებელს გაეწია 100 ლარიანი დახმარება ქრონიკული გასტროდუოდენიტის გამო.
რაც შეეხება ოჯახის წევრებს, რესურსი ასე გადანაწილდა: ელმომარაგების საამქროს ელმონტიორს დედის მკერდის კიბოს პალიატიური მკურნალობისათვის გაეწია დახმარება 443 ლარის ოდენობით, კ/ლაქტამის მეაპარატეს მეორე მომართვის საფუძველზე გაუწიეთ დახმარება მეუღლის ჰიპერტენზიის სამკურნალოდ, ავტოსატრანსპორტო საამქროს თანამშრომელს 3 მომართვით დავეხმარეთ 200 ლარის ოდენობით მეუღლის მკერდის კიბოს თანადაფინანსების მიზნით, სამეურნეო საამქროს თანამშრომელს მეუღლის საძილე არტერიის თრომბის ოპერაციული მკურნალობისთვის გაეწია დახმარება 757 ლარის ოდენობით.