2020 წლის 10 დეკემბრისთვის სს “რუსთავის აზოტის” საქველმოქმედო ფონდში შემოვიდა 11 განცხადება. ფონდში შეგროვილი თანხა შეადგენდა 11600 ლარს. შემოსული განცხადებებით ჯამური მოთხოვნა კი იყო 14232 ლარი. 5 განცხადება ეხებოდა უშუალოდ თანამშრომლების ჯანმრთელობის პრობლემებს, 6 ოჯახის წევრებს. ფონდის ფინანსური რესურსი გადანაწილდა შემდეგნაირად:
გვარჯილის საამქროს თანამშრომელს მესამედ დავეხმარეთ ღვიძლის ცეროზის და მძიმე ანემიის მკურნალობისთვის 750 ლარით, სსხ და ა-ს თანამშრომელს გაუწიეთ დახმარება მუხლის სახსრის ოპერაციის გასაკეთებლად 1000 ლარის ოდენობით, ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის მძღოლს მესამედ დავეხმარეთ მძიმე ანემიის და ნაწლავებზე ოპერაციის გასაკეთებლად 900 ლარით, ავტოსატრანსპორტო საამქროს თანამშრომელს გაუწიეთ დახმარება 650 ლარის ოდენობით კატარაქტის სამკურნალოდ, ამიაკის წარმოების თანამშრომელს გაეწია დახმარება 1200 ლარის ოდენობით მუხლის მენისკის ოპერაციული მკურნალობის ჩასატარებლად, ელექტრომომარაგების საამქროს 2 თანამშრომელს გაეწია დახმარება: ერთს ქალიშვილის ნევროლოგიური (ეპილეფსია) დაავადების სამკურნალოდ დავეხმარეთ 640 ლარით, ხოლო მეორეს 1400 ლარი გამოუყავით ქალიშვილის ტერფის ვალგუსური დეფორმაციის საოპერაციოდ – ორივე შემთხვევა შედის სადაზღვევო კომპანიის გამონაკლისის ჩამონათვალში და არ ნაზღაურდება ჯიპიაის მიერ. მსშს-ს თანამშრომელს ვაჟის ფარისებრი ჯირკვლის კიბოს სამკურნალოდ დავეხმარეთ 1400 ლარით, საქვაბე საამქროს თანამშრომელს გაუწიეთ დახმარება 350 ლარის ოდენობით დედის ურეთრის კარუნკულის საოპერაციოდ, ტომრების საამქროს მრეცხავს გაუწიეთ დახმარება მეუღლის თავის ქალის კიბოს (გლიობლასტომის) სამკურნალოდ 1400 ლარის ოდენობით. აზოტმჟავის თანამშრომელს მესამედ გაეწია ახმარება მეუღლის ქოლეცისტექტომიის გასაკეთებლად 350 ლარის ოდენობით.