2020 წლის 12 ოქტომბრისთვის სს “რუსთავის აზოტის” საქველმოქმედო ფონდში შემოვიდა 18 განცხადება. ფონდში შეგროვილი თანხა შეადგენდა 26245 ლარს. შემოსული განცხადებებით ჯამური მოთხოვნა კი იყო 17951 ლარი. 11 განცხადება ეხებოდა უშუალოდ თანამშრომლების ჯანმრთელობის პრობლემებს, 7 ოჯახის წევრებს. ფონდის ფინანსური რესურსი გადანაწილდა შემდეგნაირად:
საშვების განყოფილების კონტროლიორს განმეორებით დავეხმარეთ მკერდის კიბოს გამო 600 ლარით, საშვების განყოფილების მეორე კონტროლიორს ბ ჰეპატიტის სამკურნალოდ გაუწიეთ დახმარება 500 ლარით, რკინიგზის თანამშრომელს დავეხმარეთ 800 ლარით კუდუსუნის კიბოს სამკურნალოდ, ბუღალტერიის ბუღალტერს კატარაქტის სამკურნალოდ გაუწიეთ დახმარება 1000 ლარის ოდენობით, ელშემკეთებელი საამქროს დამლაგებელს 123 ლარით დავეხმარეთ კატარაქტის სამკურნალოდ, მკერდის კიბოს სამკურნალოდ გაუწიეთ დახმარება წყალმომარაგების მემანქანეს 874 ლარით, გვარჯილის საამქროს მეაპარატეს დავეხმარეთ 550 ლარის ოდენობით ცეროზის სამკურნალოდ, გვარჯილის თანამშრომელს დავეხმარეთ 597 ლარით თიაქარის ოპერაციის გასაკეთებლად, მსშს-ს 5 თანამშრომელს გაეწია დახმარება ოქტომბრის თვეში: ერთ-ერთ ზეინკალს დიაბეტური რეტინოპათიის სამკურნალოდ დავეხმარეთ 1000 ლარით, მეორე თანამშრომელს გაუწიეთ დახმარება 2000 ლარის ოდენობით ხერხემლის მალის რედრესაციის გასაკეთებლად, დამლაგებელს დავეხმარეთ 125 ლარით ხერხემლის ქრონიკული მკურნალობის ჩასატარებლად, მეოთხე თანამშრომელს მეუღლის ნაღვლის ბუშტის სამკურნალოდ დავეხმარეთ 597 ლარით, ხოლო მეხუთეს მეუღლის მკერდის კიბოს სამკურნალოდ გაუწიეთ დახმარება 1000 ლარის ოდენობით. გვარჯილის მტვირთავს ასევე მეუღლის მკერდის კიბოს სამკურნალოდ დავეხმარეთ 800 ლარის ოდენობით, ჟანგბადის წარმოების ელზეინკალს შვილის ტრავმული დაზიანებების სამკურნალოდ გამოუყავით 388 ლარი, სარემონტო-მექანიკური საამქროს ელშემდუღებელს მეუღლის მალთაშუა თიაქარის სამკურნალოდ დავეხმარეთ 741 ლარით, ცტკგ-ს ლაბორანტს შვილიშვილის საშარდე სისტემის სამკურნალოდ დავეხმარეთ 404 ლარით, ციანმარილების თანამშრომელს ვაჟის სამკურნალოდ, რომელიც მოყვა ავტოსაგზაო შემთხვევაში და კომატოზურ მდგომარეობაში გადიოდა მკურნალობას გაუწიეთ დახმარება – 3000 ლარი.