საქველმოქმედო ფონდ “თანადგომის” 2020 წლის 10 სექტემბრის სხდომის ანგარიში
2020 წლის 10 სექტემბრის სს “რუსთავის აზოტის” საქველმოქმედო ფონდში შემოვიდა 9 განცხადება. ფონდში შეგროვილი თანხა შეადგენდა 24674 ლარს. შემოსული განცხადებებით ჯამური მოთხოვნა კი იყო 7929 ლარი. ყველა განცხადება ეხებოდა უშუალოდ თანამშრომლების ჯანმრთელობის პრობლემებს. ფონდის ფინანსური რესურსი გადანაწილდა შემდეგნაირად:
მსშს-ს ზეინკალს დავეხმარეთ 275 ლარით საზარდულის თიაქარის ოპერაციის გამო, იგივე საამქროს მეორე ზეინკალს ასევე საზარდულის თიაქარის სამკურნალოდ დავეხმარეთ 309 ლარით, ჟანგბადის საამქროს თანამშრომელს გაუწიეთ დახმარება ურეთრის ენდოპროტეზირების გასაკეთებლად 400 ლარით, ჟანგბადის წარმოების ზეინკალს გულის პაროქსიზმების სამკურნალოდ დავეხმარეთ 467 ლარით, ავტოსატრანსპორტო საამქროს თანამშრომელს მუხლის მენისკის საოპერაციოდ გაუწიეთ დახმარება 1178 ლარით, ციანმარილების შემფუთველს შარდის ბუშტის კიბოს სამკურნალოდ გაუწიეთ დახმარება 805 ლარის ოდენობით, ცტკგ-ს ლაბორანტს მკერდის კიბოს სამკურნალოდ დავეხმარეთ 1251 ლარით, ამიაკის წარმოების თანამშრომელს დავეხმარეთ 224 ლარით კუჭის წყლულის მკურნალობის გამო, იგივე წარმოების ხარატს დავეხმარეთ 180 ლარით თირკმლის ლიტოტრიფსიის გასაკეთებლად.