საქველმოქმედო ფონდ “თანადგომის”  2020 წლის 10 აგვისტოს სხდომის ანგარიში

2020 წლის 10 აგვისტოსთვის სს “რუსთავის აზოტის” საქველმოქმედო ფონდში შემოვიდა 15 განცხადება. ფონდში შეგროვილი თანხა შეადგენდა 33308 ლარს. შემოსული განცხადებებით ჯამური მოთხოვნა კი იყო 17632 ლარი.  7 განცხადება ეხებოდა უშუალოდ თანამშრომლების პრობლემებს,  8 განცხადება კი ასახავდა თანამშრომლების  ოჯახის წევრების ჯანმრთელობის პრობლემებს. ფონდის ფინანსური რესურსი გადანაწილდა შემდეგნაირად:

დახმარება გაეწია აზოტმჟავის 3 თანამშრომელს: ერთ ელზეინკალს დავეხმარეთ 410 ლარით კვანძოვანი ჩიყვის სამკურნალოდ, მეორეს – მეაპარატეს, მკერდის კარცინომის სამკურნალოდ 600 ლარით დავეხმარეთ, მესამეს – ზეინკალს მუხლის ტრავმის სამკურნალოდ 1100 ლარის ოდენობის დახმარება გაუწიეთ. ანტიკოროზიის საამქროს თანამშრომელს გადატანილი სტენტირების ასანაზღაურებლად დავეხმარეთ 600 ლარით, ცტკგ-ს ლაბორანტს გაუწიეთ დახმარება 2000 ლარის ოდენობით საკვერცხეების კიბოს სამკურნალოდ, სსსს-ს მებაღეს ქრონიკული ოსტეოპოროზის სამკურნალოდ დავეხმარეთ 208 ლარით, წყალმომარაგების საამქროს მემანქანეს მკერდის კიბოს სამკურნალოდ ჩატარებული სხივური და ქიმიოთერაპიის ასანაზღაურებლად დავეხმარეთ 2126 ლარით.

რაც შეეხება ოჯახის წევრებზე გაცემულ დახმარებას, ფონდმა გასწია შემდეგი სახის დახმარებები: საშვთა რეჟიმის თანამშრომელს 916 ლარის დახმარება გაუწიეთ მეუღლის გენიტალური ტუბერკულოზის სამკურნალოდ, რომელსაც არ ანაზღაურებს დაზღვევა, გვარჯილის საამქროდან იყო 2 განმცხადებელი – ერთს 75 წლის მამის შუნტირების გამო გაუწიეთ დახმარება 1500 ლარის ოდენობით, ხოლო მეორეს 74 წლის დედის იშვიათი თვალის კიბოს – ქორიოიდალური მელანომის სამკურნალოდ დავეხმარეთ 1000 ლარით, ციანმარილების წარმოების ინჟინერ-ოპერატორს მეუღლის ენდომეტრიოზის და პოლიპოზის სამკურნალოდ დავეხმარეთ 990 ლარით, რკინიგზის საამქროს ცვლის დისპეტჩერს ქალიშვილის ფარისებრი ჯირკვლის პაპილარული კარცინომის სამკურნალოდ იოდის იზოტოპის ასანაზღაურებლად გაუწიეთ დახმარება 2000 ლარის ოდენობით, სსსს-ს მუშას ქალიშვილის მკერდის ფიბროადენომის სამკურნალოდ დავეხმარეთ 250 ლარით, ელექტრომომარაგების საამქროს ელმონტიორს 6 წლის შვილის სიელმის ოპერაციული მკურნალობის ჩასატარებლად დავეხმარეთ 605 ლარით, ხოლო წყალმომარაგების საამქროს მეაპარატეს 1,5 წლის ქალიშვილისათვის, რომელსაც ფონდი ადრეც დაეხმარა გულის მანკის გამო ამჯერად გაუწიეთ დახმარება 207 ლარის ოდენობით ჩირქოვანი კონიუნქტივიტის სამკურნალოდ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *