საქველმოქმედო ფონდ “თანადგომის” 2020 წლის 10 ივლისის სხდომის ანგარიში
2020 წლის 10 ივლისისთვის სს “რუსთავის აზოტის” საქველმოქმედო ფონდში შემოვიდა 8 განცხადება. ფონდში შეგროვილი თანხა შეადგენდა 30497 ლარს. შემოსული განცხადებებით ჯამური მოთხოვნა კი იყო 4889 ლარი. 4 განცხადება ეხებოდა უშუალოდ თანამშრომლების პრობლემებს, 4 განცხადება კი ასახავდა თანამშრომლების ოჯახის წევრების ჯანმრთელობის პრობლემებს. ფონდის ფინანსური რესურსი გადანაწილდა შემდეგნაირად:
ანტიკოროზიის საამქროს თანამშრომელს გულის სტენტირების გამო, რომელსაც სადაზღვევო კომპანია არ აფინანსებს, თუ ისინი წამლით არის დაფარული, გაუწიეთ დახმარება 1200 ლარის ოდენობით, სარემონტო-მექანიკური საამქროს ოსტატს წლების წინ ტვინის სიმსივნის შედეგად განვითარებული ჰიპოქსიის და როგორც მისი შედეგი დაცემის და მოტეხილობების სამკურნალოდ დავეხმარეთ 325 ლარით, ჟანგბადის წარმოების მეაპარატეს ჭეშმარიტი პოლოციტემიის გამო გაუწიეთ დახმარება 1080 ლარის ოდენობით, გვარჯილის საამქროს მტვირთავს კატარაქტის ოპერაციის თანადაფინანსების მიზნით გაუწიეთ დახმარება 180 ლარის ოდენობით, იგივე საამქროს მეორე მტვირთავს ქალიშვილის ქოლეცისტექტომიის დასაფინანსებლად დავეხმარეთ ლარით, კაპროლაქტამის თანამშრომელს ვაჟის ტრავმული მოტეხილოებბის სამკურნალოდ გაუწიეთ დახმარება 300 ლარის ოდენობით, ციანმარილების აბსორბციის მეაპარატეს ვაჟის ორმხრივი მიოპიის სამკურნალოდ გაუწიეთ დახმარება 1200 ლარის ოდენობით, საკონტროლო-საზომი ხელსაწყოების და ავტომატიკის საამქროს თანამშრომელს მეუღლის კატარაქტის ოპერაციის ასანაზღაურებლად გაუწიეთ დახმარება 700 ლარის ოდენობით.