საქველმოქმედო ფონდ “თანადგომის” 2020 წლის 10 ივნისის სხდომის ანგარიში
2020 წლის 10 ივნისისთვის სს “რუსთავის აზოტის” საქველმოქმედო ფონდში შემოვიდა 4 განცხადება. ფონდში შეგროვილი თანხა შეადგენდა 25635 ლარს. შემოსული განცხადებებით ჯამური მოთხოვნა კი იყო 4638 ლარი. 3 განცხადება ეხებოდა უშუალოდ თანამშრომლების პრობლემებს, 1 განცხადება კი ასახავდა თანამშრომლების ოჯახის წევრების ჯანმრთელობის პრობლემებს. ფონდის ფინანსური რესურსი გადანაწილდა შემდეგნაირად:
სახანძრო სამსახურის მძღოლს გაუწიეთ დახმარება 410 ლარის ოდენობით გადატანილი ინფარქტის და შემდგომი სტენტირების გასაკეთებლად, ციანმარილების წარმოების მეთუნუქეს გაუწიეთ დახმარება 1810 ლარის ოდენობით მწვავე ინფარქტის სამკურნალოდ, უსაფრთხოების ტექნიკის ინჟინერს მკერდის კიბოს სამკურნალოდ დავეხმარეთ 1121 ლარით. 1 განცხადება ეხებოდაამიაკის წარმოების 17 წლის ვაჟს, რომელსაც კერატოკონუსის გამო დავეხმარეთ 1297 ლარით.