საქველმოქმედო ფონდ “თანადგომის” 2020 წლის 10 მაისის სხდომის ანგარიში
2020 წლის 10 მაისისთვის სს “რუსთავის აზოტის” საქველმოქმედო ფონდში შემოვიდა 4 განცხადება. ფონდში შეგროვილი თანხა შეადგენდა 11590 ლარს. შემოსული განცხადებებით ჯამური მოთხოვნა კი იყო 1215 ლარი. 1 განცხადება ეხებოდა უშუალოდ თანამშრომლის ჯანმრთელობის პრობლემას, თუმცა მისი დაფინანსება დროებით შეჩერდა არასაკმარისი საბუთების წარდგენის გამო. დანაჩენი 3 განცხადება კი ასახავდა თანამშრომლების ოჯახის წევრების ჯანმრთელობის პრობლემებს. ფონდის ფინანსური რესურსი გადანაწილდა შემდეგნაირად:
გვარჯილის საამქროს მტვირთავს განმეორებით გაეწია დახმარება მეუღლის მკერდის კიბოს სამკურნალოდ 400 ლარის ოდენობით, იგივე საამქროს შემფუთველს მეუღლის კუჭის კიბოს სამკურნალოდ დავეხმარეთ 500 ლარით, ციანმარილების თანამშრომელს დღენაკლული ქალიშვილის სამკურნალოდ დავეხმარეთ 315 ლარით.