საქველმოქმედო ფონდ “თანადგომის” 2019 წლის 12 აგვისტოს სხდომის ანგარიში
2019 წლის 12 აგვისტოს სს “რუსთავის აზოტის” საქველმოქმედო ფონდში შემოვიდა 17 განცხადება. ფონდში შეგროვილი თანხა შეადგენდა 9550 ლარს. შემოსული განცხდებებით ჯამური მოთხოვნა კი იყო 10897 ლარი. 10 განცხადება ეხებოდა უშუალოდ თანამშრომლების პრობლემებს, 7 განცხადება კი ასახავდა თანამშრომლების ოჯახის წევრების ჯანმრთელობის პრობლემებს. ფონდის ფინანსური რესურსი გადანაწილდა შემდეგნაირად:
ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის თანამშრომელს მიოკარდიუმის ინფარქტის გამო დავეხმარეთ 500 ლარით, მოწყობილობათა სპეცშემკეთებელი საამქროს 2 თანამშრომელს დავეხმარეთ: ერთს – ფარისებრი ჯირკვლის ნეოპლაზიის გამო 350 ლარით, ხოლო მეორეს თიაქარის ოპერაციის გამო 160 ლარით, ჟანგბადის საამქროს თანამშრომელს ტრავმების შედეგად მიღებული დაზიანებების სამკურნალოდ განმეორებით გაუწიეთ დახმარება 557 ლარის ოდენობით, ციანმარილების წარმოებიდან 2 თანამშრომელს გაუწიეთ დახმარება აგვისტოს თვეში – ერთს გამწვავებული ჰემოროის გამო მოუწია ჰემოროიდექტომიის გაკეთება და დავეხმარეთ 490 ლარით, მეორეს პანციტოპენიის გამო, რომლის წყაროც ვერ დადგინდა, დავეხმარეთ 500 ლარით, ცენტრალური ტექნიკური კონტროლის განყოფილების თანამშრომელს გაუწიეთ დახმარება 300 ლარის ოდენობით ხელის მოტეხილობის სამკურნალოდ, გვარჯილის საამქროს თანამშრომელს სრული თირეოიდექტომიის გამო დავეხმარეთ 500 ლარით,საქვაბის თანამშრომელს ჰაიმოროტომიის გამო გაუწიეთ დახმარება 250 ლარის ოდენობით, ელექტრომომარაგების საამქროს თანამშრომელს ფეხის მოტეხილობის გამო გაუწიეთ დახმარება 200 ლარის ოდენობით.
რაც შეეხება ოჯახის წევრების ჯანმრთელობის პრობლემებს, ფონდის რესურსი გადანაწილდა შემდეგნაირად: ასევე ელექტრომომარაგების საამქროს თანამშრომელს 9 თვის შვილის გულის მანკის გამო შექმნილი სირთულეების აღმოსაფხვრელად გაუწიეთ დახმარება 400 ლარის ოდენობით წარმოდგენილი საბუთების თანახმად, საქვაბის საამქროს თანამშრომელს მეუღლის მენჯ-ბარძაყის ენდოპროთეზირების გამო დავეხმარეთ 400 ლარით, სარემონტო-სამშენებლო-სამეურნეო საამქროს 2 თანამშრომელს გაუწიეთ დახმარება: ერთს დედის მკერდის კიბოს გამო დავეხმარეთ 300 ლარით, ხოლო მეორეს 9 წლის შვილის ყურის შუნტირების გასაკეთებლად გამოუყავით 500 ლარი. რკინიგზის საამქროს თანამშრომელს დავეხმარეთ ქალიშვილის კროსექტომიის გამო 300 ლარით.
2 თანამშრომელს ეთქვა უარი დახმარების გაწევაზე: ერთი იყოს მოწყობილობათა სპეცშემკეთებელი საამქროს თანამშრომელი, რომელმაც მესამედ მომართა ფონდს, რაც დაშვებულია ფონდის წესდებით, თუმცა თვალის ქუთუთოს ქალაზიონი არ იქნა მიჩნეული მძიმე პრობლემად, ხოლო მეორე თანამშრომელს კ/ლაქტამის საამქროდან უარი ეთქვა 30 წლის ვაჟიშვილის გამრუდებული ცხვირის ძგიდის სამკურნალოდ.
ასევე ფონდმა განმეორებით გაუწია დახმარება 500 ლარის ოდენობით ცენტრალური ქიმიური ლაბორატორიის თანამშრომელს უმძიმესი დიაგნოზის – თავის ტვინის სიმსივნის გამო, თუმცა ვერც ფონდმა და ვერც ექიმებმა ვერ შეძლეს ამ ქალბატონის, მაია ფოჩხიძის გადარჩენა…რის გამო ფონდი „თანადგომის“ კოლეგია და სს „რუსთავის აზოტის“ ადმინისტრაცია სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს…
საქველმოქმედო ფონდ “თანადგომის” 2019 წლის 10 სექტემბრის სხდომის ანგარიში
2019 წლის 10 სექტემბრისთვის სს “რუსთავის აზოტის” საქველმოქმედო ფონდში შემოვიდა 9 განცხადება. ფონდში შეგროვილი თანხა შეადგენდა 12550 ლარს (დაბეგვრის გარეშე, ამ თანხაში შევიდა წინა თვის დარჩენილი თანხა). შემოსული განცხდებებით ჯამური მოთხოვნა კი იყო 9564 ლარი. 2 განცხადება ეხებოდა უშუალოდ თანამშრომლების პრობლემებს, დანარჩენი განცხადებები კი ასახავდა თანამშრომლების ოჯახის წევრების ჯანმრთელობის პრობლემებს. ფონდის ფინანსური რესურსი გადანაწილდა შემდეგნაირად:
აზოტმჟავის თანამშრომელ ქალბატონს დავეხმარეთ 2500 ლარით საშვილოსნოს და მკერდის კიბოს მკურნალობის გამო, სამედიცინო სამსახურის თანამშრომელს ასევე მკერდის კიბოს გამო გაუწიეთ დახმარება 1500 ლარის ოდენობით გაწეული საბუთების თანახმად.
რაც შეეხება ოჯახის წევრების ჯანმრთელობის პრობლემებს, ფონდის რესურსი ასე გადანაწილდა:
ციანმარილების წარმოების თანამშრომელს გაეწია დახმარება 600 ლარის ოდენობით დედის მკერდის კიბოს გამო, ბუღალტერიის თანამშრომელს გაეწია დახმარება 800 ლარის ოდენობით მეუღლის მიოკარდიუმის ინფარქტის გამო გადატანილი ოპერაციის ასანაზღაურებლად, კ/ლაქტამის თანამშრომელს დავეხმარეთ 300 ლარის ოდენობით დედის თრომბოემბოლიის სამკურნალოდ, ჟანგბადის წარმოების თანამშრომელს განმეორებით გაუწიეთ დახმარება მეუღლის თიაქარის ოპერაციული მკურნალობის გამო 200 ლარის ოდენობით, ელექტრომომარაგების საამქროს თანამშრომელს გაუწიეთ დახმარება 170 ლარის ოდენობით ქალიშვილის გაფანტული სკლეროზის კვლევებში გახარჯული თანხის ასანაზღაურებლად, სამეურნეო სამსახურის თანამშრომელს გაუწიეთ დახმარება 330 ლარის ოდენობით დედის იშემიური ინსულტის სამკურნალოდ, ანტიკოროზიის საამქროს თანამშრომელს გაეწია დახმარება 25 წლის ვაჟის სკროტუმის ჩირქოვანი წარმონაქმნის სამკურნალოდ 300 ლარის ოდენობით.