"რუსთავქალაქობის" ღონისძიებების ფარგლებში 21 სექტემბერს, რუსთავის ისტორიული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში "ეკონომიკური ფორუმი-2019" ჩატარდა.

ფორუმის ორგანიზატორი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია იყო. რუსთავის ეკონომიკურ ფორუმში, ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ქალაქში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ექვსი ქვეყნის – პოლონეთის, უკრაინის, ლიეტუვას, ლატვიის, თურქეთისა და ბელარუსის 9 ქალაქის, კერძოდ, პლოცკის, პანევეჟისის, ივანო-ფრანკივსკის, ჩერკასის, ხმელნიცკის, დაუგავპილსის, აიდინის, ინეგოლის, ჟოდინოს ხელმძღვანელმა პირებმა.

ფორუმს საქართველოს პარლამენტის წევრები, ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი, ადგილობრივი ხელისუფლების, რუსთავში მოქმედი მსხვილი საწარმოებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

რუსთავის ისტორიული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში, ქალაქში მოქმედი საწარმოების პროდუქცია და ხელნაკეთი ნივთები იყო წარმოდგენილი.
გამოფენის დათვალიერების შემდეგ ფორუმის მონაწილეების წინაშე პრეზენტაციებით წარსდგნენ რუსთავში მოქმედი საწარმოების ხელმძღვანელი პირები და უცხოელი სტუმრები. საკუთარი პრეზენტაცია წარმოადგინა სს „რუსთავის აზოტის“ დირექტორის პირველმა მოადგილემ ლევან ბურდილაძემ, რომელმაც ბიზნეს ფორუმის მონაწილეებს გააცნო საწარმოს დღევანდელი პოტენციალი და ისაუბრა დაგეგმილ სიახლეებზე.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *