საქველმოქმედო ფონდ “თანადგომის” 2019 წლის 10 ივლისის სხდომის ანგარიში
2019 წლის 10 ივლისისთვის სს “რუსთავის აზოტის” საქველმოქმედო ფონდში შემოვიდა 14 განცხადება. ფონდში შეგროვილი თანხა შეადგენდა 10150 ლარს (დაბეგვრის გარეშე, ამ თანხაში შევიდა წინა თვის დარჩენილი 600 ლარი). შემოსული განცხადებებით ჯამური მოთხოვნა კი იყო 17480 ლარი. 8 განცხადება ეხებოდა უშუალოდ თანამშრომლების პრობლემებს, დანარჩენი განცხადებები კი ასახავდა თანამშრომლების ოჯახის წევრების ჯანმრთელობის პრობლემებს. ფონდის ფინანსური რესურსი გადანაწილდა შემდეგნაირად:
მთავარი მექანიკოსის განყოფილების თანამშრომელს გინეკოლოგიური ავთვისებიანი სიმსივნის გამო გაეწია დახმარება 2000 ლარის ოდენობით, სამეურნეო განყოფილების თანამშრომელს კიდურის კტ-ს კვლევისათვის დავეხმარეთ 400 ლარით, გვარჯილის საამქროს თანამშრომელს არტერიოების ანგიოგრაფიის გამო დაეხმარეთ 100 ლარით, ტომრების საამქროს თანამშრომელ ქალბატონს გაფანტული სკლეროზის სამკურნალოდ დავეხმარეთ 400 ლარით, ელექტრომომარაგების საამქროს თანამშრომელს უკვე მეორედ გაუწიეთ დახმარება 225 ლარის ოდენობით გადატანილი ინფარქტის და ინსულტის შედეგად მკურნალობის ჩასატარებლად, უარი ეთქვა დახმარებაზე ელექტროშემკეთებელი საამქროს თანამშრომელს, რომელსაც უკვე გაუწიეთ დახმარება 900 ლარის ოდენობით და იგივე პრობლემის გამო მომართა ფონდს, რაც სასიცოცხლო აუცილებლობას არ წარმოადგენდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის, ხოლო აზოტმჟავის საამქროს თანამშრომელს, რომელმაც გაიკეთა კატარაქტის ოპერაცია და არ მიმართა დაზღვევას, გადაუდეთ შემდეგი თვისთვის დაფინანსების საკითხი, სანამ არ გაარკვევს დაზღვევასთან საკუთარ შემთხვევას.
რაც შეეხება თანამშრომლების ოჯახის წევრების განცხადებებს, ფონდის რესურსი შემდეგნაირად გადანაწილდა: აირმაშველი საამქროს თანამშრომელს შვილის უმძიმესი პოლიდიაგნოზის გამო გაეწია ფონდის წესდებით მაქსიმალური დახმარება 3000 ლარის ოდენობით, მოწყობილობათა სპეცშემკეთებელი საამქროს თანამშრომელს უკვე მეორედ ქალიშვილის დავეხმარეთ 1400 ლარით მკერდის კიბოს სამკურნალოდ, მოწყობილობათა დიაგნოსტიკის უბნის თანამშრომელს ქალიშვილის კიბოს გამო დავეხმარეთ 1000 ლარით, ტექნიკური სამმართველოს თანამშრომელს მეუღლის ფეხის თითის განგრენის გამო გაუწიეთ დახმარება 800 ლარის ოდენობით, რკინიგზის საამქროს თანამშრომელს შვილის ვენექტომიის გამო დავეხმარეთ 400 ლარით, ციანმარილების საამქროს ვაჟიშვილის კორონაროგრაფიის და ანგიოპლასტიკის გამო გაუწიეთ დახმარება 1000 ლარის ოდენობით.