საქველმოქმედო ფონდ “თანადგომის” 2019 წლის 10 მაისის სხდომის ანგარიში
2019 წლის 10 მაისისთვის სს “რუსთავის აზოტის” საქველმოქმედო ფონდში შემოვიდა 18 განცხადება. ფონდში შეგროვილი თანხა შეადგენდა 9688 ლარს (დაბეგვრის გარეშე). შემოსული განცხდებებით ჯამური მოთხოვნა კი იყო 18335 ლარი. 9 განცხადება ეხებოდა უშუალოდ თანამშრომლების პრობლემებს, დანარჩენი 9 განცხადება ასახავდა თანამშრომლების ოჯახის წევრების ჯანმრთელობის პრობლემებს.
ფონდის ფინანსური რესურსი გადანაწილდა შემდეგი სახით: რკინიგზის საამქროს თანამშრომელს დავეხმარეთ 1000 ლარით ინფარქტის შემდგომ სტენტირების ჩასატარებლად, ტომრების საამქროს თანამშრომელს გაუწიეთ დახმარება 1000 ლარით ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნის სამკურნალოდ, ჟანგბადის წარმოების თანამშრომელს მეორედ დავეხმარეთ და ამჯერად გაუწიეთ დახმარება 500 ლარით საწარმოში მიღებული ტრავმის შედეგად წინამხრიდან საფიქსაციო მოწყობილობის ამოსაღებად, ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის თანამშრომელს დავეხმარეთ 350 ლარით გართულებული კისტის და აბსცესის სამკურნალოდ, ციანმარილების თანამშრომელს, რომელმაც ასევე მეორედ მომართა ფონდს, დავეხმარეთ 250 ლარით ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნის სამკურნალოდ, სამეურნეო საამქროს მუშას გაუწიეთ დახმარება 400 ლარის ოდენობით ძვლების მოტეხილობის ოპერაციული მკურნალობისთვის, საქვაბის საამქროს თანამშრომელს ჰაიმოროტომიის გამო დავეხმარეთ 400 ლარით, მსშს-ს თანამშრომელს დავეხმარეთ 170 ლარით ფეხის მოტეხილობის სამკურნალოდ ოჯახის წევრებზე გაცემული დახმარებები გამოიყურება შემდეგნაირად: მსშს-ს კიდევ ერთ თანამშრომელს, რომელმაც მეორედ მოგვმართა დავეხმარეთ 500 ლარით ვაჟის მენჯ-ბარძაყის ენდოპროთეზირების გამო, ამიაკის წარმოების თანამშრომელს დავეხმარეთ 800 ლარით დედის ინფარქტის შემდგომი სტენტირების სამკურნალოდ, წყალმომარაგების საამქროს თანამშრომელს ქალიშვილის ყბის ოდონტოგენური კისტის გამო დასჭირდა ოპერაცია და დავეხმარეთ 500 ლარით, სსხ და ა-ს თანამშრომელს 300 ლარით დავეხმარეთ დედის ქოლეცისტექტომიის გასაკეთებლად, გვარჯილის საამქროს თანამშრომელს გაუწიეთ დახმარება 300 ლარის ოდენობით პატარა ქალიშვილის პოლიპექტომიის გამო, საშვთა ბიუროს თანამშრომელს მამის სტენტირების გამო გაეწია დახმარება 250 ლარის ოდენობით, ელექტრომომარაგების საამქროს თანამშრომელს შვილის კეთილთვისებიანი სიმსივნის გამო დუნდულის არეში დავეხმარეთ 500 ლარით მის საოპერაციოდ, ციანმარილების თანამშრომელს, რომელმაც მეორედ მომართა ფონდს, დავეხმარეთ 500 ლარით შვილის თირკმლის ტრანსპლანტაციის შემდგომი სამკურნალო ღონისძიებების ჩასატარებლად, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელს ინფარქტის შემდგომი შუნტირების დასაფინანსებლად დავეხმარეთ 1500 ლარით, მოთხოვნილი 3000 ლარიდან, სსსს-ს თანამშრომელს დედის გონართროზის გამო დავეხმარეთ 400 ლარით.
საქველმოქმედო ფონდ “თანადგომის” 2019 წლის 10 ივნისის სხდომის ანგარიში
2019 წლის 10 ივნისისთვის სს “რუსთავის აზოტის” საქველმოქმედო ფონდში შემოვიდა 21 განცხადება. ფონდში შეგროვილი თანხა შეადგენდა 9556 ლარს (დაბეგვრის გარეშე). შემოსული განცხდებებით ჯამური მოთხოვნა კი იყო 17508 ლარი. 10 განცხადება ეხებოდა უშუალოდ თანამშრომლების პრობლემებს, დანარჩენი 11 განცხადება ასახავდა თანამშრომლების ოჯახის წევრების ჯანმრთელობის პრობლემებს.
ფონდის ფინანსური რესურსი გადანაწილდა შემდეგნაირად: ცენტრალური ქიმიური ლაბორატორიის თანამშრომელ ქალბატონს, რომელსაც განუვითარდა გლიობლასტომა (თავის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნე) და იმყოფებოდა უმძიმეს მდგომარეობაში, გაუწიეთ დახმარება 2500 ლარის ოდენობით, ჟანგბადის წარმოების თანამშრომელს გაეწია დახმარება 200 ლარის ოდენობით წინამხრის მოტეხილობის გამო, ცენტრალური ტექნიკური კონტროლის განყოფილების ორ თანამშრომელს გაეწია დახმარება მიმდინარე თვეში, ერთს ენდოპროთეზირების გამო დავეხმარეთ 400 ლარით, მეორეს კი მასტოპათიის გამო ჩატარებული ოპერაციის ასანაზღაურებლად გაუწიეთ დახმარება 200 ლარის ოდენობით, ორთქლმომარაგების საამქროს თანამშრომელს გაეწია დახმარება 200 ლარის ოდენობით სისხლის ვირუსის კვლევების ჩასატარებლად, ტომრების საამქროს თანამშრომელს 150 ლარით დაეხმარა ფონდი არტერიების კორონარული ანგიოგრაფიის გასაკეთებლად, წყალმომარაგების საამქროს თანამშრომელს ვენტრალური თიაქარის საოპერაციოდ გაეწია დახმარება 250 ლარის ოდენობით, ამიაკის წარმოების თანამშრომელს ნაირფერი პიტირიაზის სამკურნალოდ, რომელსაც არ აფინანსებს დაზღვევა, გაეწია დახმარება 100 ლარის ოდენობით, 600 ლარით დავეხმარეთ ბუღალტერიის თანამშრომელს ფეხის სახსრის ენდოპროთეზირების გასაკეთებლად, ხოლო საწარმოო განყოფილების თანამშრომელს გაუწიეთ დახმარება 400 ლარის ოდენობით სტენტირების ჩასატარებლად. რაც შეეხება თანამშრომლების ოჯახის წევრების განცხადებებს, ფონდის რესურსი შემდეგნაირად გადანაწილდა: სარემონტო-მექანიკური საამქროს თანამშრომელს დედის მენჯ-ბარძაყის სახსრის ენდოპროთეზირების გამო დახმარება 500 ლარის ოდენობით, აირმაშველი სამსახურის აირმაშველს დავეხმარეთ მეუღლის გინეკოლოგიუირ პრობელემების მოგვარებაში 150 ლარით, ასევე აირმაშველი სამსახურის მეორე თანამშრომელს გაუწიეთ დახმარება 150 ლარით მკერდის ფიბროადენომატოზის გამო, მოწყობილობათა სპეცშემკეთებელი საამქროს თანამშრომელს მამის სწორი ნაწლავის სიმსივნის გამო დავეხმარეთ 300 ლარით, ასევე ამიაკის თანამშრომელს დედის დასახმარებლად, რომელსაც შაქრიანი დიაბეტი და განგრენა აწუხებს გაუწიეთ დახმარება 800 ლარის ოდენობით, ამონიუმის გვარჯილის თანამშრომელს ვაჟის არახოჯკინის ლიმფომის გამო, რაც სისხლის კიბოს წარმოადგენს, გაეწია დახმარება 1000 ლარის ოდენობით, რკინიგზის საამქროს თანამშრომელს ვაჟის სწორი ნაწლავის ოპერაციისთვის დავეხმარეთ 420 ლარით, ელექტრო-შემკეთებელი საამქროს თანამშრომელს დავეხმარეთ 216 ლარით დედის თორმეტგოჟა ნაწლავის სისხლმდენი წყლულის სამკურნალოდ, ციანმარილების თანამშრომელს დავეხმარეთ 100 ლარით შვილის ქრონიკული ტონზილიტის გამო გაკეთებული ადენოიდექტომიის ნაწილობრივ ასანაზღაურებლად, ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის თანამშრომელს გაუწიეთ დახმარება 70 ლარის ოდენობით მეუღლის მწვავე ცისტიტის სამკურნალოდ, საქვაბის თანამშრომელს გაეწია დახმარება შვილის მწვავე ბრონქიტის და შუა ყურის ანთების სამკურნალოდ, მას ეთქვა უარი დაზღვევიდან დახმარების გაწევაზე და ფონდმა აუნაზღაურა 150 ლარი.
ფონდის წევრების ერთობლივი გადაწყვეტილებით მომდევნო თვისთვის ფონდში გაუხარჯავად დატოვეს თანხა 600 ლარის ოდენობით.