2018 წლის 10 სექტემბრისთვის სს “რუსთავის აზოტის” საქველმოქმედო ფონდში შემოვიდა 10 განცხადება. ფონდში შეგროვილი თანხა შეადგენდა 12000 ლარს (დაბეგვრის გარეშე). შემოსული განცხადებებით ჯამური მოთხოვნა კი იყო 24621 ლარი. 6 განცხადება ეხებოდა უშუალოდ თანამშრომლების პრობლემებს, დანარჩენი 4 განცხადება ასახავდა თანამშრომლების ოჯახის წევრების ჯანმრთელობის პრობლემებს. ფონდის ფინანსური რესურსი გადანაწილდა შემდეგი სახით:
აზოტმჟავის საამქროს თანამშრომელს, რომელსაც გასაკეთებელი აქვს გულის შუნტირება და ოპერაცია ძალიან ძვირი ღირს, დავეხმარეთ 3000 ლარით, წყალმომარაგების თანამშრომელსაც, რომელსაც აწუხებს დიაბეტი და მის ფონზე მხედველობის გართულებული მდგომარეობა აქვს დავეხმარეთ 3000 ლარით, ვინაიდან ოპერაციის ჩატარებაზე უარი ეთქვა როგორც "ჯიპიაი"-ს, აგრეთვე საყოველთაო დაზღვევის მხრიდანაც. კაპრო ლაქტამის თანამშრომელს, რომელსაც გასაკეთებელი აქვს გულის სტენდირება, დავეხმარეთ 2000 ლარით, ტარა-შესაფუთი საამქროს თანამშრომელ ქალბატონს, რომელსაც მკერდის კიბო აწუხებს გაუწიეთ დახმარება 848 ლარით, იგივე პრობლემის მქონე ჟანგბადის საამქროს თანამშრომელ ქალბატონს გაუწიეთ დახმარება 1000 ლარის ოდენობით, მოთხოვნილი თანხის თითქმის 100%, გვარჯილის საამქროს თანამშრომელს, რომელმაც საკუთარი ხარჯი 264 ლარის ოდენობით გასწია ცხვირის ძგიდის და პოლიპექტომიის გასაკეთებლად, დავეხმარეთ 100 ლარით.
რაც შეეხება ოჯახის წევრებს, 1000 ლარით დავეხმარეთ ამიაკის წარმოების თანამშრომელს დედის მკერდის სიმსივნის სამკურნალოდ, კაპრო ლაქტამის თანამშრომელს გაუწიეთ დახმარება 450 ლარის ოდენობით დედის კუჭის დაავადების კვლევების გამო, სარემონტო-მექანიკური საამქროს თანამშრომელს მეუღლის გინეკოლოგიური პრობლემის გამო გაეწია დახმარება 400 ლარის ოდენობით და მოწყობილობათა სპეცშემკეთებელი საამქროს თანამშრომელს დავეხმარეთ აგრეთვე 200 ლარით მეუღლის ფილტვების პათოლოგიის მკურნალობის გამო.