2018 წლის 9 აგვისტოსთვის სს “რუსთავის აზოტის” საქველმოქმედო ფონდში შემოვიდა 11 განცხადება. ფონდში შეგროვილი თანხა შეადგენდა 10000 ლარს (დაბეგვრის გარეშე). შემოსული განცხდებებით ჯამური მოთხოვნა კი იყო 7197 ლარი. 7 განცხადება ეხებოდა უშუალოდ თანამშრომლების პრობლემებს, დანარჩენი 4 განცხადება ასახავდა თანამშრომლების ოჯახის წევრების ჯანმრთელობის პრობლემებს. ფონდის ფინანსური რესურსი გადანაწილდა შემდეგი სახით:
ცტკგ-ს თანამშრომელს, რომელმაც გაიკეთა ქოლეცისტექტომია, გაუწიეთ დახმარება 386 ლარის ოდენობით, კ/ლაქტამის თანამშრომელს დავეხმარეთ 1095 ლარით, მას დასჭირდა კატარაქტის სამკურნალოდ ორივე თვალზე ოპერაციის გაკეთება, სსხ და ა-ს თანამშრომელს, რომელმაც უბედური შემთხვევის შედეგად გადაიჭრა ბარძაყის ღრმა არტერია, დავეხმარეთ 143 ლარით, ციანმარილების ერთ-ერთ თანამშრომელს, რომელსაც აწუხებს მთელი რიგი პრობლემები (როგორც გინეკელოგიური, ასევე ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნე) გაუწიეთ დახმარება 900 ლარით, ორთქლმომარაგების თანამშრომელს, წითელი ქარის რეციდივის გამო მოუწია ძვირადღირებული მედიკამენტების შეძენა, დავეხმარეთ 446 ლარით, მოწყობილობათა დიაგნოსტიკური ლაბორატორიის თანამშრომელს გაუწიეთ დახმარება 717 ლარის ოდენობით პოსტოპერაციულად მრავალრიცხოვანი პრეპარატების შესაძენად, ცენტრალური ქიმიური ლაბორატორიის თანამშრომელს დავეხმარეთ 300 ლარით, რაც დასჭირდა ოსტეოპოროზის გამო ერთი ძვირადღირებული ინექციის შესაძენად.
რაც შეეხება ოჯახის წევრებს, სანჰიგიენური ლაბორატორიის თანამშრომელს გაუწიეთ დახმარება 350 ლარის ოდენობით ქალიშვილის გინეკოლოგიური პრობლემის გამო, ელმომარაგების თანამშრომელს, რომლის ქალიშვილსაც მშობიარობის შემდგომ მოულოდნელად განუვითარდა თვალის ბადურის ჩამოშლის საშიშროება, გაუწიეთ დახმარება 140 ლარის ოდენობით, ყველაზე დიდი თანხით აგვისტოს თვეში, 2163 ლარით, დავეხმარეთ წყალმომარაგების თანამშრომელს, რომელსაც ვაჟიშვილი ჩამოუვარდა ხიდან და დაიზიანა ორივე თვალი, საგრძნობლად დაუქვეითდა მხედველობა და საჭიროებდა გადაუდებელ ოპერაციას. 557 ლარით დავეხმარეთ სამედიცინო სამსახურის თანამშრომელს, რომელსაც მამას გაუკეთა კატარაქტის ოპერაცია და ითხოვა დახმარება დახარჯული თანხების ანაზღაურებაში.