2018 წლის 12 მარტისთვის ფონდში შემოვიდა 17 განცხადება, აქედან 8 იყო უშუალოდ თანამშრომლების ჯანმრთელობის პრობლემებს ეხებოდა, ხოლო 9 თანამშრომლების ოჯახის წევრების დახმარებას. ფონდში შემოსულმა ჯამურმა თანხამ შეადგინა 10421 ლარი (საშემოსავლოს 20% გამოკლებით), ხოლო მოთხოვნილი თანხა იყო 13469 ლარი. ფონდის ფინანსური რესურსი გადანაწილდა შემდეგნაირად:
2900 ლარით დავეხმარეთ ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის თანამშრომელს გულის სტენტირების ოპერაციის ხარჯის ნაწილობრივი ანაზღაურების გამო, ამიაკის საწარმოდან მარტის თვეში დავეხმარეთ 3 თანამშრომელს, 1000 ლარით დავეხმარეთ ქალბატონს, რომელსაც დაუდგინდა მკერდის ავთვისებიანი სიმსივნე, გაიკეთა ოპერაცია, 960 ლარით დავეხმარეთ ასევე სხვა ქალბატონს, რომელსაც აგრეთვე დაუდგინდა მკერდის სიმსივნე და მორიგი ქიმიოთერაპიის გასაკეთებლად არ გააჩნდა ამისათვის საკმარისი თანხა, ვინაიდან ამოეწურა სადაზღვევო ლიმიტი, მესამე თანამშრომელსაც, რომელსაც აღმოაჩნდა თიმუსის სიმსივმე, დავეხმარეთ 240 ლარით, წარმოდგენილი დოკუმენტაციის თანახმად. ცენტრალური ქიმიური ლაბორატორიის თანამშრომელ ქალბატონს ფილტვის სიმსივნის გამო გაეწია დახმარება 624 ლარის ოდენობით, აზოტმჟავის თანამშრომელს გაეწია დახმარება 300 ლარის ოდენობით ინფარქტის შემდგომი მკურნალობის ასანაზღაურებლად. 290 ლარით დავეხმარეთ საქვაბის თანამშრომელს პოლიართრიტის მკურნალობის ჩასატარებლად. ამონიუმის გვარჯილის თანამშრომელს მეუღლის ლიმფური სისტემის ავთვისებიანი სიმსივნის კვლევებისთვის დავეხმარეთ 900 ლარით, ცტკგ-ს თანამშრომელს დავეხმარეთ 450 ლარით დედის პოლიართროზის მკურნალობის განსახორციელებლად, სიცივის წარმოების თანამშრომელს გაუწიეთ დახმარება 400 ლარით შვილის ადენოიდების ოპერაციის ჩასატარებლად, ანტიკოროზიის თანამშრომელს დედის ქოლეცისტექტომიის ოპერაციის გამო გაუწიეთ დახმარება 400 ლარის ოდენობით. ციანმარილების თანამშრომელს მცირეწლოვანი შვილის საცრემლე არხების დრენირებისათვის გაუწიეთ დახმარება 300 ლარის ოდენობით, 150 ლარით დახმარება გაუწიეთ კ/ლაქტამის თანამშრომელს მამის თრომბოემბოლიის მკურნალობისთვის, ხოლო 100 ლარით დახმარება გაეწია მსშს-ს თანამშრომელს მეუღლის ცისტოცელეს სამკურნალოდ.
ამას გარდა ფონდში განცხადებით შემოსული იყო გვარჯილის თანამშრომელი, რომელსაც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაუზიანდა თვალი, ფონდის კოლეგიის გადაწყვეტილებით, მას გაეწია დახმარება მოთხოვნილი თანხის 100% ოდენობით, სულ 867 ლარი სადაზღვევო ფონდიდან. ციანმარილების წარმოების თანამშრომელს, რომელსაც მეუღლე გაუხდა ავად და დასჭირდა გადაუდებელი ოპერაცია, არ დაუფინანსდა მოთხოვნილი თანხა 1320 ლარის ოდენობით, ვინაიდან გასარკვევი იყო ჯიპიაიდან დაფინანსების საკითხი. დაზღვევამ დააფინანსა იგი 100%. უარი ეთქვა კ/ლაქტამის თანამშრომელს, რომელმაც მეხუთედ მომართა ფონდს დასახმარებლად.
2018 წლის 11 აპრილს სს “რუსთავის აზოტის” საქველმოქმედო ფონდ “თანადგომას” შეუსრულდა 1 წელი. ფონდის საიუბილეო დღის აღსანიშნავად მასში შემავალმა საამქროს წევრებმა და კოლეგიამ გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები სს “რუსთავის აზოტის” ხელმძღვანელობასთან ერთად, გაიმართა პატარა ფურშეტი.
ფონდში შემოვიდა 11 განცხადება. ფონდში აკუმულირებული თანხა შეადგენდა 9552 ლარს (დაბეგვრის გარეშე). შემოსული განცხდებების ჯამური მოთხოვნა კი იყო 7701. უნდა აღინიშნოს, რომ გარდა ფონდის ფუნქციონირების პირველი თვისა, ეს ის გამონაკლისია, როცა თანამშრომლების მიერ მოთხოვნილი თანხა ნაკლები იყო ფონდში არსებულ რესურსზე. 8 განცხადება ეხებოდა უშუალოდ თანამშრომლების პრობლემებს, ხოლო 3 მათი ოჯახის წევრებს. ფონდის ფინანსები გადანაწილდა შემდეგი სახით:
ჟანგბადის საამქროს თანამშრომელს, რომელიც 3 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა რეანიმაციაში ფილტვის უკმარისობის გამო და ამოწურა დაზღვევის მიერ გათვალისწინებული ლიმიტი, გაუწიეთ დახმარება 3870 ლარის ოდენობით, გვარჯილის თანამშრომელს, რომელმაც გაიკეთა ფეხის თითების ოსტეოტომიის ოპერაცია, დავეხმარეთ 390 ლარით, ასევე გვარჯილის თანამშრომელს, რომელმაც ამოიკვეთა ნაღვლის ბუშტი, გაუწიეთ დახმარება 243 ლარის ფარგლებში, წარმოდგენილი დოკუმენტების თანახმად. ჟანგბადის თანამშრომელს დავეხმარეთ 212 ლარით გართულებული პნევმონიის გამო, ამიაკის წარმოების თანამშრომელს გაუწიეთ დახმარება ქოლეცისტექტომიის გამო (ნაღვლის ამოკვეთა). 2 თანამშრომელს – ერთს სსხ და ა-დან, ხოლო მეორეს სსსს-დან დაუდგინეს C-ჰეპატიტი, რომლის მკურნალობას, მართალია აფინანსებს სახელმწიფო, მაგრამ კვლევების თანხას ავადმყოფი იხდის თავად, თითოეულ თანამშრომელს დავეხმარეთ 253 ლარით. კ/ლაქტამის თანამშრომელს მამის დისკექტომიის ოპერაციის გამო გაუწიეთ დახმარება 978 ლარის ოდენობით, საქვაბის თანამშრომელს დედის მენჯ-ბარძაყის ოპერაციის გამო დავეხმარეთ 706 ლარით, ხოლო რკინიგზის თანამშრომელს მამის ტუბერკულოზის მძიმე ფორმის გამო გაუწიეთ დახმარება 500 ლარის ოდენობით.
უარი ეთქვა ამიაკის თანამშრომელს, რომელმაც მესამედ მომართა ფონდს დასახმარებლად.
ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით შეტანილ იქნა ცვლილება ფონდის წესდებაში, რომელიც ითვალისწინებს 6 თვიანი მოცდის პერიოდს თანამშრომლის მხრიდან ფონდში ორი მომართვის შემდგომ.