გთავაზობთ ფონდ “თანადგომის” 2017 წლის ნოემბერ-დეკემბრის საქმიანობის ანგარიშს.
“ნოემბრის თვეში ფონდში საკმაოდ ბევრი განცხადება შემოვიდა. სულ შემოსული იყო და საბჭომ განიხილა 21 განცხადება. აქედან 20 განცხადება შეძლებისდაგვარად დაკმაყოფილდა, ხოლო ერთს უარი ეთქვა. მოთხოვნილი თანხის რაოდენობა შეადგენდა 25500 ლარს, ხოლო ფონდში იმ ეტაპისთვის მხოლოდ 11 508 ლარი იყო, რომელიც საბჭომ შემდგენაირად გადაანაწილა:
მოთხოვნილი თანხის 100%-ით დაკმაყოფილდა მოწყობილობათა სპეცშემკეთებელი საამქროს თანამშრომელი, რომლის შვილიშვილსაც გულის კვლევისათვის ესაჭიროებოდა 125 ლარი;
ასევე 100%-ით – 300 ლარით დაკმაყოფილდა ამიაკის წარმოების ზეინკალი, რომელსაც თანხა ესაჭიროებოდა 8 თვის ორსული მეუღლის სისხლის შედედბის მკურნალობისთვის;
მწვავე ინფარქტის მკურნალობის მუდმივი ხარჯებისთვის (თვეში)160 ლარი, ანუ 100% გამოეყო საკონტროლო საზომი ხელსაწყოებისა და ავტომატიკის საამქროს თანამშრომელს;
მალთაშუა დისკების დაზიანების სამკურნალოდ, ესჭიროებოდა მრტ. ნეირომიოგრაფია – 200 ლარი (100%) დაკმაყოფილდა გვარჯილის საამქროს თანამშრომელი;
მოწყობილობათა სპეცშემკეთებელი საამქროს უფროსის მოადგილეს, რომელმაც გაიკეთა მენჯ-ბარძაყის ენდოპროთეზირება დავეხმარეთ 800 ლარის ოდენობით;
საქვაბე საამქროს ზეინკალს ბუასილის ოპერაციისთვის ესჭიროებოდა 280 ლარი, ფონდმა მას 200 ლარი გადასცა;
შემკეთებელ-სამშენებლო საამქროს თანამშრომელს, რომელსაც მენჯ-ბარძაყის ენდოპროთეზირება აქვს გასაკეთებელი დავეხმარეთ 100%ით – 300 ლარით;
900 ლარი გამოვუყავით ელ. შემკეთებელი საამქროს ტექ.ბიუროს თანამშრომელს, რომელსაც მასტექტომიის გამო განუვითარდა ლიმფოსტაზი, უშუპდება კიდური და საჭიროებს ლიმფის დრენაჟს;
წყალმომარაგების საამქროს თანამშრომელს, რომელმაც გაიკეთა გინეკოლოგიური ოპერაცია (მარჯვენამხრივი ადნესექტომია) მივეცით 200 ლარი;
აზოტმჟავას საამქროს მეაპარატეს, რომლის მეუღლესაც რკინადეფიციტური ანემიის გამო ესაჭიროება რკინის პრეპარატები და დაზღვევა არ ანაზრაურებს, მოთხოვნილი 700 ლარის ნაცვლად გადავეცით 400 ლარი;
ციანმარილების წარმოების ელ.მონტიორი, რომელსაც გასაკეთებელი აქვს კატარაქტის ოპერაცია, ფონდმა დააფინანსა 300 ლარით;
ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის თანამშრომელის მეუღლეს ესაჭიროება ინსულტის შემდგომი მკურნალობა, რისთვისაც ითხოვდა 1219 ლარს, ფონდმა იგი დააფინანსა 500 ლარით;
ფონდმა 100% დააფინანსა და 196 ლარი გამოუყო საკონტროლო საზომი ხელსაწყოებისა და ავტომატიკის საამქროს თანამშრომელი, რომელსაც გულის მწვავე შეტევის ფონზე დასწირდა კორონაროგრაფია;
საქვაბე საამქროს თანამშრომელი, რომელსაც ქიმიოთერაპიის შემდგომ ესაჭიროება კვლევები, სადაზღვევო ლიმიტი კი ამოწურული აქვს, ფონდმა მოთხოვნილი 960 ლარის ნაცვლად, დააფინანსა 500 ლარით;
კაპროლაქტამის წარმოების თანამშრომლის შვილს ესჭიროება ცხვირის ძგიდის და ნიჟარების ოპერაცია, რისთვისაც ითხოვდა 835 ლარს, ფონდმა მისი მოთხოვნა 300 ლარით დააკმაყოფილა;
ასევე, კაპროლაქტამის წარმოების თანამშრომლი, რომელსაც ქიმიოთერაპიის შემდგომ ესაჭიროება ნაღვლის ბუშტის დახშობა და ნაღვლის სადინარის დრენაჟი სტენტით, ითხოვდა 7000 ლარს, დაკმაყოფილდა 2000 ლარით;
წყალმომარაგების საამქროს თანამშრომელს ესჭიროება მალთაშუა დისკის მოკვეთა, რისთვისაც ითხოვდა 1050 ლარს, ფონდმა გამოუყო 500 ლარი;
სარემონტო-მექანიკური საამქროს თანამშრომელი, რომელსაც 17 წლის წინ გაუკეთდა ფიბროადენომის ამოკვეთა ს/ჯირკვლებიდან და ისევ დაუდგინდა ფიბროადენომა, განუვითარდა ქვედა კიდურების შეშუპება საჭიროებს კომპრესიულ ტრიკოტაჟს, ქიმიას, რისთვისაც ესაჭიროებოდა 810 ლარი, ფონდმა გამოუყო 500 ლარი;
კადრების სპეციალისტის 8 წლის შვილს ესაჭიროებოდა შუნტის შეცვლა თავის ტვინში, რისთვისაც 2500 ლარი იყო საჭირო, ფონდმა დახმარება გაუწია 2000 ლარის ოდენობით;
ლიმფური სისტემის სიმსივნის გამო გარდაცვლილ გია წიკლაური ოჯახს, ფონდი დაეხმარა 1000 ლარით;
მოკლედ, შემოსული განცხადებების საფუძველზე ფონდმა გასცა 1381 ლარი.
ხოლო რაც შეეხება დეკემბრის თვეს – ამ თვეში განცხადებების რაოდენობა შედარებით მცირე იყო. სულ შემოსული იყო 15 განცხადება. აქვე აღვნიშნავ, რომ ფონდში თანხის შემოტანის მსურველთა რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა. შემოგვემატნენ შემკეთებელ –სამშენებლო და რკინიგზის საამქროებიდან. ასევე, დაგვემატა ტარა-შესაფუთი საამქროს 66 თანამშრომელი. განცხადებების მიხედვით მოთხოვნილი თანხა შეადგენდა 11260 ლარს, ხოლო ფონდს იმ დროისათვის მხოლოდ 9084 ლარი ჰქონდა. შემოსული განცხადებების განხილვის შემდეგ, ფონდში არსებული თანხა შემდეგნაირად გადანაწილდა:
გვარჯილის საამქროს მტვირთავს, რომელმაც სტენოკარდიული შეტევის შემდგომ გაიკეთა გულის სტენტირება, ფონდმა 456 ლარი გამოუყო. მოთხოვნილი თანხის 100%.
ასევე 100%-ით – 500ლარით დაფინანსდა გვარჯილის საამქროს თანამშრომელი, რომელსაც სტენოკარდიული შეტევის და მწვავე უჰაერობის ფონზე გაუკეთდა გულის არტერიის ანგიოპლასტიკა და სტენტირება, დაენიშნა ხანგრძლივი მკურნალობა.
გვარჯილის საამქროს თანამშრომელს, რომელის 3 წლის შვილიშვილს დაბადებიდან აწუხებს ცერებრალური დამბლა, თანდაყოლილი ფეხმრუდობა, ჰიპოქსიურ-იშემიური ენცელოპათია, ესაჭიროება სკენარ-თერაპიის 35 სეანსი, თითოეული 60 ლარის ღირებულების, ფონდმა მოთხოვნილი 2100 ნაცვლად გამოუყო 1020 ლარი.
ციანმარილების წარმოების თანამშრომელი, რომელმაც გაიკეთა სრული თიროადექტომია (კვანძოვანი ჩიყვის ამოკვეთა) დაფინანსდა 430 ლარით (100%-ით);
მოწყობილობათა სპეცშემკეთებელი საამქროს თანამშრომელი, რომლის შვილებსაც გაუკეთდათ ადენოიდების ამოკვეთის ოპერაცია დაფინანსდა 185 ლარით. მოთხოვნილი თანხის 100-ით;
100%-ით – 960 ლარით დაფინანსდა შემკეთებელ-სამშენებლო საამქროს თანამშრომელი, რომლის შვილსაც ესაჭიროება ქიმიოთერაპია;
ციანმარილების წარმოების თანამშრომელს გასაკეთებელი აქვს ხერხემლის დისკექტომია მალთაშუა თიაქრის გამო, რისთვისაც ფონდმა გამოუყო 700 ლარი ( 100%);
მოწყობილობათა სპეცშემკეთებელი საამქროს თანამშრომელს, რომლის მეუღლესაც აწუხებს ასტიგმატიზმი და საჭიროებს ოპერაციას ლაზერით, დაზღვევა კი არ უფინანსებს, ფონდმა მოთხოვნილი 2769 ლარის ნაცვლად , დააფინანსა 1700 ლარით;
საბაჟო პროცედურების განყოფილების თანამშრომელს, რომელსაც ავარიის შემდგომ განუვითარდა შაქრიანი დიაბეტი და აქვს თვალის პრობლემა და საჭიროებს ოპერაციას, ფონდმა განცხადება სრულად 100% დაუფინანსა, გამოეყო 464 ლარი;
ჭიპის თიაქრის ოპერაციისთვის ცენტრალიზებული ტექნიკური კონტროლის განყოფილების თანამშრომელს ფონდმა გადასცა მოთხოვნილი თანხის 100% – 250 ლარი;
სამედიცინო სამსახურის ექთანს კოჭ-წვივის მოტეხილობის გართულების გამო დასჭირდა დამატებით გადახვევებზე სიარული , არის მარტოხელა დედა, ფონდი დაეხმარა 500 ლარით (100%);
ჟანგბადის წარმოების თანამშრომელს, რომელმაც გაიკეთა ქოლეცისტექტომია (ამოიკვეთა ნაღვლის ბუშტი) ფონდმა 243 ლარი გამოუყო (100%);
აირმაშველი სამსახურის თანამშრომელი დედის სტენტირების ოპერაციისათვის ითხოვდა 1473 ლარს, ფონდმა დააფინანსა მხოლოდ 500 ლარით;
ამიაკის წარმოების თანამსრომელი, რომელიც ითხოვდა ორსული მეუღლის ჰიპერკოაგულაციის მკურნალობითვის 180 ლარს, ფონდმა 100% დააფინანსა;
აირმაშველი სამსახურის თანამთრომელი, რომელმაც გაიკეთა კატარაქტის ოპერაცია, ფონდმა დააფინანსა მოთხოვნილი თანხით – 50 ლარის ოდენობით.
როგორც ზემოთ მოგახსენეთ დეკემბრის თვეში ფონდს ჰქონდა 9084 ლარი, აქედან შემოსული განცხადებების საფუძველზე გაიცა 8053 ლარი.
საქველმოქმედო ფონდი “თანადგომა” დაარსდა 2017 წლის აპრილში, ხოლო საქმიანობა დაიწყო მაისის თვიდან.
გაგაცნობთ ფონდის საქმიანობის შემაჯამებელ ანგარიშს. 8 თვის განმავლობაში სს “რუსთავის აზოტის” თანამშრომლების და ადმინისტრაციის ერთობლივი ძალისხმევით შეგროვდა და შესაბამისად დახმარებების სახით გაიცა 75268 ლარი.
ფონდმა განახორციელა 109 გადარიცხვა 97 ადამიანის დასახმარებლად, აქედან უშუალოდ სს “რუსთავის აზოტის” თანამშრომელი იყო 61 ადამიანი, ხოლო დანარჩენი განცხადებები ეხებოდა ოჯახის წევრების ჯანმრთელობის პრობლემებს.
ფონდა განახორციელა 23 თანამშრომელის შვილისთვის მატერიალური დახმარების გაწევა, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვების მისამართით.
დახმარება გაეწია 16 ონკოლოგიურ პაციენტს და 13 კარდიოლოგიური პრობლემის მატარებელ თანამშრომელს.
11 თანამშრომელს გაეწია განმეორებითი დახმარებები ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო.