წარმოგიდგენთ ფონდ “თანადგომის” ბოლო 3 თვის საქმიანობის ანგარიშს. ამ საკითხებთან დაკავშირებით გვესაუბრება საქველმოქმედო ფონდ “თანადგომას” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე თინათინ ზვიადაური:
“დავიწყებ ივნისის თვეში განხილული განცხადებებით: სულშემოვიდა და განხილული იქნა 18 განცხადება. განცხადებების უმეტესობა დაკმაყოფილდა. უარი ეთქვა 4 თანამშრომელს: ერთი განცხადება ეხებოდა სწავლის ანაზღაურებას, რასაც თანამშრომელთა ერთობლივი მოთხოვნით ფონდი აღარ დააფინანსებს. ასევე უარი ეთქვა თანამშრომელს, რომელმაც ვერ დაასაბუთა საკუთარი მოთხოვნა და შემოიფარგლა ზოგადი გაჭირვების მოტივით. როგორც იცით ფონდი პირველ რიგში ორიენტირებულია მხოლოდ თანამშრომელთა და მათი ოჯახის წევრების ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გადაწყვეტაზე. აგრეთვე უარი ეთქვა თანამშრომელს, რომელმაც წარმოადგინა ფორმა-100, თუმცა კალკულაცია და ანგარიშ-ფაქტურა წარდგენილი არ იყო, არც ქვითრები არ ადასტურებდა მის მიერ განცხადებაში მითითებული თანხის გახარჯვის სინამდვილეს. ვერ დავაფინანსებთ ერთ-ერთ თანამშრომელს, რომელმაც ითხოვა უშვილობის მკურნალობასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება, ხარჯები, ფონდის ერთი თვის სრულ ბიუჯეტს შეადგენდა და აქედან გამომდინარე, ფონდი მოკლებული იყო შესაძლებლობას დახმარება გაეწია ამ კუთხით. რაც შეეხება დაკმაყოფილებულ განცხადებებს: ყველაზე დიდი ოდენობის თანხით დავეხმარეთ ციანმარილების წარმოების თანამშრომელს, ქალბატონს, რომელსაც მხედველობის კომპლექსური პრობლემები ჰქონდა და მოკლე ხანში შესაძლებელი იყო მხედველობა სრულად დაეკარგა. ფონდში ციანმარილების წარმომადგენელმა ისაუბრა ამ ადამიანის რთულ ოჯახურ და ფინანსურ მდგომარეობაზე, კოლეგიამ და სამეთვალყურეო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება დაეფინანსებინა ოპერაცია სრულად, ანუ 3935 ლარით. ასევე, განვახორციელეთ დაფინანსება 2000 ლარის ოდენობით. თანხა გადაერიცხა ცენტრალიზებული ტექნიკური კონტროლის განყოფილების თანამშრომელს, რომელსაც ნაწილობრივ დაუფინანსდა მენჯ-ბარძაყის ტოტალური ენდოპროთეზირება; დაკმაყოფილდა ამიაკის წარმოების თანამშრომლის განცხადება, რომელსაც დედის მკურნალობის ხარჯების ასანაზღაურებლად, ინვოისის საფუძველზე გადავეცით მკურნალობისთვის საჭირო თანხა 224 ლარის ოდენობით; ასევე, დავეხმარეთ სამედიცინო სამსახურის ექთანს შვილიშვილის პოსტოპერაციული კველევების ჩასატარებლად 915 ლარით, ბავშვს 2 წლის წინ დაუდგინდა ემბრიონალური რაბდომიოსარკომა; გვარჯილისსაამქროდან იყო შემოსული ხუთი განცხადება და ხუთივე დაკმაყოფილდა. ერთ-ერთ თანამშრომელს დავეხმარეთ ცეროზის სამკურნალოდ 1000 ლარით; მეორე თანამშრომელს შვილის ოპერაციის ხარჯების ნაწილობრივ ასანაზღაურებლად ჩავურიცხეთ 378 ლარი; მესამეს გინეკოლოგიური ოპერაციისათვის გადავეცით 400 ლარი; მეოთხეს ყელის არეში კისტის ამოკვეთის ოპერაციისათვის, რომელსაც დაზღვევა არ აფინანსებს, დავუფინანსეთ ნაწილობრივ 600 ლარით; და მეხუთეს გაუკეთდა კორონარული სტენტირება მწვავე ინფარქტის შემდეგ, დავუფინანსეთ ნაწილობრივ – 400 ლარის ოდენობით. დახმარება გავუწიეთ ასევე, ციანმარილების წარმოების თანამშრომელს, რომელსაც ნაწილობრივ 200 ლარის ოდენობით, ავუნაზღაურეთ ჩიყვის ოპერაცია.Dდაცვის თანამშრომელს მამის ოპერაციის შემდგომი მკურნალობისთვის გადავეცით 500 ლარი; დავაკმაყოფილეთ კაპროლაქტამის საამქროს თანამშრომლის განცხადება, რომელსაც დედის ონკოლოგიური ოპერაციის შემდგომი მკურნალობა დავუფინანსეთ 387 ლარით. ბოლო ორი განცხადება მინდა განსაკუთრებულად გამოვყო: ერთი – სარემონტო-სამშენებლო საამქროს თანამშრომელი, რომელიც დაფინანსდა 600 ლარის ოდენობით, მის 3 წლის შვილს აქვს გულის 5 თანდაყოლი პრობლემა. თანხა ესაჭიროებოდა პოსტოპერაციული მკურნალობისათვის; და მეორე – რკინიგზის საამქროს თანამშრომელს შეეძინა სამი ტყუპი გოგონა, რომელთაც გულის თანდაყოლილი პრობლემის გამო ესაჭიროებათ სამ თვეში ერთხელ კვლევების ჩატარება, ამასთანავე საჭიროებენ სპეციალურ საკვებს, რომელსაც იძენენ აფთიაქში და საკმაოდ ძვირადღირებულია. წარმოდგენილი კალკულაციის საფუძველზე სამივე ბავშვზე კვლევისა და სპეცკვების შესაძენად გადაერიცხათ 1 თვის სამყოფი თანხა 865 ლარის ოდენობით. ეს სრული ჩამონათვალია იმ თანხებისა, რაც ფონდმა გაიღო ივნისის თვეში.
რაც შეეხება ივლისის თვეში განხილულ განცხადებებს, შემოსული იყო 13 განცხადება და დაკმაყოფილდა ყველა. თანხები ასე გადანაწილდა:
ავტოსატრანსპორტო საამქროს მძღოლს, რომელმაც გაიკეთა ანევრიზმის ოპერაცია სტენტის (ბადის) გამოყენებით სადაზღვევო ფონდიდან გადაერიცხა 2000 ლარი; მოწყობილობათა სპეცშემკეთებელი საამქროს თანამშრომელს შვილის დერმოიდული კისტის ოპერაციისთვის, რომელსაც დაზღვევა საერთოდ არ აფინანსებს, დავეხმარეთ 1000 ლარით; ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურიდან შემოვიდა 3 განცხადება: ერთ-ერთ მეხანძრეს, რომელსაც ესაჭიროება მუხლზე გაკეთებული ოპერაციის შემდეგ ჰიალურონის ძვირადღირებული ინექცია დავეხმარეთ 200 ლარით; მეორე თანამშრომელს, რომელმაც ამოიკვეთა ნაღვლის ბუშტი ჩავურიცხეთ 245 ლარი; მეუღლის იშემიური ინსულტის გამო პერიოდული კვლევებისა და წამლებისათვის დახმარება 600 ლარის ოდენობით გაეწია ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის მესამე თანამშრომელს; ამიაკის წარმოების თანამშრომელს ონკოლოგიურად დაავადებული შვილის მრტ-კვლევისა და სისხლის კომპლექსური ანალიზებისათვის, აგრეთვე წამლების შესაძენად დავეხმარეთ 2044 ლარით. საკონტროლო-საზომი ხელსაწყოებისა და ავტომატიკის საამქროს ზეინკალს მეუღლის, რომელიც ასევე მუშაობდა ~აზოტში~, მკურნალობის ხარჯების დასაფარად ჩაერიცხა 400 ლარი; კაპროლაქტამის საამქროს ცვლის უფროსს, რომელსაც გაუკეთდა ნაღვლის არხების დრენირება და ამოიკვეთა კისრის არედან ლიმფური კვანძები, დავეხმარეთ 256 ლარით; საქვაბე საამქროს თანამშრომელს, რომელსაც აქვს სარკომა მძიმე ფორმაში გადავურიცხეთ 2000 ლარი; გვარჯილის საამქროს თანამშრომელს შაქრიანი დიაბეტის ფონზე განვითარებული განგრენის გამო ესაჭიროება თითების ამპუტაცია ფეხზე, რასაც არ აფინანსებს დაზღვევა, ფონდი დაეხმარა 1000 ლარის ოდენობით; ჟანგბადის საამქროს და მოწყობილობათა დიაგნოსტიკის ლაბორატორიის თანამშრომლებს ესაჭიროებათ მენჯ-ბარძაყის ენდოპროთეზირება, მათაც გაეწიათ დახმარება 1000-1000 ლარით თითოეულს; და ბოლოს, კანცელარიის მდივან-თანაშემწეს, მენჯ-ბარძაყის მოტეხილობის რეაბილიტაციისათვის გამოეყო თანხა 400 ლარის ოდენობით.
ივლისის თვეში ფონდის განკარგულებაში იყო 11 848 ლარი, ეს იყო, როგორც მიმდინარე თვის შემოწირულობები, აგრეთვე ფონდის წინა თვის შემოწირულობების ნაშთის ჯამური თანხა. თანამშრომლების ერთობლივი მოთხოვნა შეადგენდა – 23 470 ლარს.
აგვისტოს თვეში საქველმოქმედო ფონდ ~თანადგომის~ განკარგულებაში იყო 10860 ლარი, საიდანაც 5430 ლარი ფონდის ანგარიშზე ჩარიცხეს სს “რუსთავის აზოტის” თანამშრომლებმა, ხოლო იგივე ოდენობის თანხა ჩარიცხა ადმინისტრაციამ. საშემოსავლო გადასახადის ოდენობა 20% შეადგენდა 2172 ლარს. ანუ, ფონდს ქველმოქმედებისთვის გააჩნდა 8688 ლარი, თანამშრომლების მიერ მოთხოვნილმა თანხამ შეადგინა 14870 ლარი, აქედან ფონდმა შემოსული განცხადებების საფუძველზე დახმარება გაუწია შემდეგ თანამშრომლებს:
ამიაკის წარმოების სინთეზის მეაპარატეს, რომელმაც 2 ინსულტი გადაიტანა, მთლიანად შრომისუუნაროა, ვეღარ მეტყველებს, ვერ მოძრაობს, ფონდმა გაუწია დახმარება 620 ლარის ოდენობით (მოთხოვნილი თანხის 100%); კაპროლაქტამის თანამშრომელს ნაღვლის ბუშტის არის სიმსივნის გამო, რომელმაც განიცადა მეტასტაზირება ლავიწქვეშა ლიმფურ კვანძებში, ფონდი დაეხმარა 1000 ლარით (მოთხოვნილი თანხის 100%); კ/ლაქტამის ზეინკალ-შემკეთებელს, რომელსაც აღმოაჩნდა მრავლობითი მიელომა (სისხლის კიბოს სახეობა) ფონდი დაეხმარა 500 ლარით (მოთხოვნილი თანხის 100%); გვარჯილის საამქროს ელ.ზეინკალს, რომელსაც ორივე მშობელი ინვალიდი ჰყავს, (დედას ინსულტის შემდგომ შეზღუდული აქვს მოძრაობის უნარი, ხოლო მამას გლაუკომის გამო გაუკეთდა ორივე თვალზე ოპერაცია), ფონდი დაეხმარა 300 ლარით (მოთხოვნილი თანხის 100%); მოწყობილობათა სპეცშემკეთებელ საამქროს ზეინკალ-შემკეთებელს გიგანტური ლიპომის გამო (ცხიმგროვა) ოპერაციული ჩარევის ასანაზრაურებლად ფონდი დაეხმარა 306 ლარით (მოთხოვნილი თანხის 100%).; მოწყობილობათა სპეცშემკეთებელ საამქროს ზეინკალს ანდროლოგიური პრობლემის გამო ფონდი დაეხმარა 200 ლარით (მოთხოვნილი თანხის 100%); ცენტრალიზებული ტექნიკური კონტროლის განყოფილების ლაბორანტს, რომელმაც დედას გაუკეთა სწორი ნაწლავის სიმსივნის 3 ოპერაცია ფონდი დაეხმარა 805 ლარით(მოთხოვნილი თანხის 100%); წყალმომარაგების ელექტრო-ზეინკალს, რომელმაც ორივე ფეხზე გაიკეთა სტენდირება სისხლის გაუვალობის გამო ფონდმა დაუფინანსა 2000 ლარი, ხოლო სადაზღვევო ფონდმა დაუფინანსა ასევე 2000 ლარი (მოთხოვნილი თანხის 80%); ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის თანამშრომელს ღვიძლის ფიბროზის კვლევების ჩასატარებლად ფონდი დაეხმარა 430 ლარით (მოთხოვნილი თანხის 100%); ციანმარილების წარმოების მეაპარატეს მეუღლის ჰისტეროსკოპიული და ლაპარასკოპიული ოპერაციების ასანაზღაურებლად ფონდი დაეხმარა 1000 ლარით (მოთხოვნილი თანხის 60%); რკინიგზის საამქროს თანამშრომელს შვილის ჰეპატიტის კვლევების გამო ფონდმა გაუწია დახმარება 341 ლარის ოდენობით (მოთხოვნილი თანხის 100%); რკინიგზის საამქროს თანამშრომელს 3 ტყუპი შვილის სპეცკვების შესასყიდად ფონდმა გაუწია დახმარება 600 ლარის ოდენობით (მოთხოვნილი თანხის 100%).
ხოლო დაფინანსებაზე უარი ეთქვათ:
სინთეზ-3 თანამშრომელს კბილების მკურნალობაზე; ამიაკის წარმოების დამხმარე მუშას შვილის სამედიცინო ატრიბუტიკის შეძენაზე; კ|ლაქტამის წარმოების თანამშრომელს ინვალიდი დის მომვლელისთვის განკუთვნილ მოთხოვნილ თანხაზე; გვარჯილის საამქროს თანამშრომელს რძლის სპონტანურ აბორტზე გახარჯულ თანხაზე, ჟანგბადის წარმოების თანამშრომელს რადიკულოპათიის სამკურნალოდ ასანაღზაურებელ თანხაზე.
ჩვენ ვეცადეთ, რომ უყურადღებოდ არავინ დაგვეტოვებინა და დახმარება მეტ-ნაკლებად ყველასთვის გაგვეწია. ამ კონტექსტში მინდა ყველა თანამშრომელს კიდევ ერთხელ მივმართო მეტი აქტიურობა გამოიჩინონ ფონდთან დაკავშირებით, რაც ისევ მათ და მათი ოჯახის წევრებს წაადგებათ”.