31 მაისს, რუსთავის ცენტრალურ პარკში, „რუსთავის აზოტი ინდორამას“ მხარდაჭერით, ბავშვთა თევზჭერის ტრადიციული ფესტივალი გაიმართა.
ღონისძიება საქართველოს სპინინგითა და ტივტივით თევზჭერის ფედერაციების ინიციატივით მოეწყო. ფესტივალს უკვე ტრადიციული სახე აქვს და მისი მიზანია ბავშვებში სპორტული თევზჭერის კულტურის პოპულარიზაცია, გარემოზე ზრუნვის მნიშვნელობის გაძლიერება და ბუნების დაცვის წესების გაცნობა.
ღონისძიებაში მონაწილეობა „რუსთავის აზოტი ინდორამას“ თანამშრომლების შვილებმაც მიიღეს და საპრიზო ადგილებიც დაიკავეს.
ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც ბავშვებში ჯანსაღი ცხოვრების წესს, ბუნებასთან სწორ ურთიერთობასა და პასუხისმგებლიან დამოკიდებულებას უწყობს ხელს.