„რუსთავის აზოტი ინდორამას“ ტერიტორიაზე წარმატებით ჩატარდა უწყებათაშორისი სამეთაურო-საშტაბო და ტაქტიკური სწავლება. ღონისძიება განხორციელდა ევროკავშირის პროექტ „eNOVETION“-ის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის კოორდინაციით.
სწავლება ეფუძნებოდა შესაძლო ქიმიური ინციდენტის სცენარის სიმულაციას და მიზნად ისახავდა მორეაგირე უწყებებს შორის კოორდინაციის მექანიზმების პრაქტიკაში შემოწმებასა და დახვეწას. შესაბამისად, ქარხნის ტერიტორიაზე ჩატარდა საველე სწავლება, სადაც მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ადგილზე დაკვირვებოდნენ როგორც საწარმოს შესაბამისი სამსახურების, ისე მორეაგირე უწყებების კოორდინირებულ და ოპერატიულ მოქმედებას.
ღონისძიების ფარგლებში მოეწყო საველე ოპერაციების მართვის ცენტრი (შტაბი), სადაც ერთიანად მუშაობდნენ როგორც საწარმოს შესაბამისი სამსახურები, ისე პარტნიორი უწყებების წარმომადგენლები.
აღსანიშნავია, რომ სწავლებაში მონაწილეობდნენ სახელმწიფო უწყებები: შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საერთაშორისო ექსპერტები და პარტნიორი ორგანიზაციები.
გულითად მადლობას ვუხდით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, ასევე, კავკასიის რეგიონულ გარემოსდაცვით ცენტრს და სწავლების დაგეგმვასა და განხორციელებაში ჩართულ ყველა პირს.
ინდუსტრიული საწარმოსთვის კრიტიკული სიტუაციებუსთვის მზადყოფნა მხოლოდ ტექნიკური საკითხი არ არის — ეს არის პასუხისმგებლობა ადამიანების, გარემოსა და საზოგადოების წინაშე. სწორედ ამიტომ, მსგავსი სწავლებები გვაძლევს შესაძლებლობას, რეალურ პირობებთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში შევამოწმოთ ჩვენი რესურსები და ამავე დროს გავაძლიეროთ თანამშრომლობა სახელმწიფო უწყებებსა და საერთაშორისო პარტნიორებთან.
უსაფრთხოება და გარემოს დაცვა რუსთავის აზოტი ინდორამას ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, და მსგავსი ინიციატივები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენს პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე.