4 ივნისს რუსთავის აზოტი ინდორამამ კორპორაცია ინდორამას ვიცე-თავმჯდომარეს, ბატონ ამიტ ლოჰიას უმასპინძლა.
ვიზიტი კომპანიის მიმდინარე ტრანსფორმაციისა და განვითარების გზაზე რამდენიმე მნიშვნელოვან ეტაპს უკავშირდებოდა, მათ შორის:
SAP-ის (ბიზნესპროცესებისა და მონაცემთა მართვის ინტეგრირებული სისტემა) დანერგვას;
დაბალი სიმკვრივის ამონიუმის ნიტრატის (LDAN) ახალი საწარმოო ხაზის მშენებლობის დასრულებას, რომელიც წარმოადგენს ასაფეთქებელი საშუალებების სექტორში გამოყენებად სამრეწველო პროდუქტს;
24 მეგავატის სიმძლავრის მზის ელექტროსადგურის მშენებლობის დასრულების ეტაპს, რომელიც საქართველოში ყველაზე მსხვილი ინდუსტრიული მასშტაბის მზის ელექტროსადგურია და სრულად განკუთვნილია საწარმოს შიდა მოხმარებისთვის.
ამ პროექტების განხორციელება რუსთავის აზოტი ინდორამასთვის მხოლოდ ცალკეულ მიღწევები არ არის. ისინი კომპანიის განვითარების უფრო ფართო ხედვის ნაწილია, რომელიც მოდერნიზაციას, ციფრულ ტრანსფორმაციას, ენერგოეფექტიანობასა და მდგრად ინდუსტრიულ ზრდას ეფუძნება.
ამ მიმართულებით კომპანია სამომავლოდაც განაგრძობს ოპერაციული სრულყოფილების გაძლიერებას, თანამედროვე სტანდარტების დანერგვას და საქართველოს გრძელვადიან ინდუსტრიულ განვითარებაში თავისი წვლილის შეტანას.