Report of the Charity Foundation “Tanadgoma” for August 2026

Home / Blog

2026 წლის აგვისტოს თვეში  სს “რუსთავის აზოტის” საქველმოქმედო ფონდში შემოვიდა 16 განცხადება. 13 განცხადება ეხებოდა უშუალოდ თანამშრომლების ჯანმრთელობის პრობლემებს, ხოლო დანარჩენი 3 განცხადება ოჯახის წევრების შემთხვევებს.

ფონდის რესურსი გადანაწილდა შემდეგნაირად: ეკონომიკის სამმართველოს ეკონომისტს გაეწია დახმარება 1247 ლარის ოდენობით მკერდის ადენოკარცინომის კვლევების ჩასატარებლად, აირმაშველი სამსახურის აირმაშველს გაეწია დახმარება 510 ლარი ოდენობით საზარდულის თიაქარის ოპერაციის გამო, ავტოსატრანსპორტო საამქროს თანამშრომელს დავეხმარეთ 631 ლარით ფარისებრი ჯირკვლის კიბოს გამო, წყალმომარაგების საამქროს ორ თანამშრომელს დავეხმარეთ: ერთ-ერთ ზეინკალს გაეწია დახმარება 205 ლარის ოდენობით კიდურების ანგიოგრაფიის ჩასატარებლად, მეორე ზეინკალს გაეწია დახმარება 273 ლარის ოდენობით დიაბეტის კვლევების დასაფინანსებლად, გვარჯილის საამქროს შემფუთველს დავეხმარეთ 728 ლარის ოდენობით  თვალის დეგენერაციის სამკურნალოდ, ჟანგბადის წარმოების მემანქანეს გაეწია დახმარება 1012 ლარის ოდენობით ფარისებრი ჯირკვლის კიბოს სამკურნალოდ, ხელსაწყოების საამქროს ელზეინკალს დავეხმარეთ 530 ლარით ართროზის სამკურნალოდ, სამშენებლო საამქროს მღებავს დავეხმარეთ 1450 ლარით მალთაშუა დისკების დაზიანების სამკურნალოდ, სარემონტო-მექანიკური საამქროს ოსტატს დავეხმარეთ 110 ლარით წითელი ქარის სამკურნალოდ, რკინიგზის საამქროს ამწის მემანქანეს გაეწია დახმარება 2040 ლარის ოდენობით კუჭის კიბოს სამკურნალოდ, საწყობის თანამშრომელს დავეხმარეთ 617 ლარით დიაბეტური წამლების შესაძენად, აზოტმჟავის საამქროს ელზეინკალს გაეწია დახმარება 521 ლარის ოდენობით არტერიების ათეროსკლეროზის სამკურნალოდ.

რაც ეხება ოჯახის წევრების ჯანმრთელობის პრობლემებს: ელექტრომომარაგების საამქროს უბნის უფროსს დედის მენჯის ენდოპროთეზირების გამო დავეხმარეთ 450 ლარით, იგივე საამქროს მორიგე ელექტრიკოსს დავეხმარეთ 1420 ლარით ქალიშვილის მალის ღია დისკექტომიის ჩასატარებლად, ამიაკის წარმოების მეაპარატეს გაეწია დახმარება 883 ლარის ოდენობით შვილიშვილის ნევრასტენიის და ჰიპოთირეოზის სამკურნალოდ.

August 10, 2026

Report of the Charity Foundation “Tanadgoma” for August 2026