2026 წლის ივნისის თვეში სს “რუსთავის აზოტის” საქველმოქმედო ფონდში შემოვიდა 20 განცხადება. 14 განცხადება ეხებოდა უშუალოდ თანამშრომლების ჯანმრთელობის პრობლემებს, ხოლო დანარჩენი 6 განცხადება ოჯახის წევრების შემთხვევებს.
ფონდის რესურსი გადანაწილდა შემდეგნაირად: აზოტმჟავის საამქროს ენერგეტიკოსს გაეწია დახმარება 550 ლარის ოდენობით ნევრალგიის და დისკების დაზიანების სამკურნალოდ, მოწყობილობათა სპეცშემკეთებელი საამქროს სამ თანამშრომელს გაეწია დახმარება, მათ შორის დამლაგებელს დავეხმარეთ 269 ლარით კატარაქტის ოპერაციისთვის, ზეინკალს ამავე საამქროსი გაეწია დახმარება 2000 ლარის ოდენობით მენჯის ენდოპროთეზირების ჩასატარებლად, ხოლო მესამე პირს – ზეინკალს გაეწია 800 ლარიანი დახმარება ტერფის ფლეგმონის სამკურნალოდ, სულფატის განყოფილების ცვლის უფროსს დავეხმარეთ 450 ლარით სიმსივნური წარმონაქმნის ოპერაციული ამოკვეთისთის, იგივე განყოფილების მეაპარატეს გაეწია 360 ლარიანი დახმარება საშვილოსნოს კიბოს მკურნალობის თანადაფინანსებისათვის, ასევე რამოდენიმე განცხადება შემოვიდა ამიაკის წარმოებიდან, ერთ-ერთ თანამშრომელს გაეწია 3000 ლარიანი, მაქსიმალური დახმარების ოდენობა უმძიმესი პოლიორგანული უკმარისობის გამო. ამიაკის წარმოების ორ თანამშრომელს გაეწია დახმარება, ორივე მემანქანეს, პირველმა მიიღო 738 ლარიანი დახმარება ანემიის სამკურნალოდ, მეორე პირს გაეწია დახმარება 1848 ლარის ოდენობით ცელიაკიის და ფოლიუმდეფიციტური ანემიის სამკურნალოდ, სარემონტო-სამშენებლო საამქროს მშენებელს გაეწია დახმარება 1777 ლარის ოდენობით გულის სტენტირების ჩასატარებლად, ორთქლმომარაგების საამქროს ზეინკალს გაეწია დახმარება 150 ლარის ოდენობით ბრონქოექტაზიური დაავადების სამკურნალოდ, წყალმომარაგების საამქროს ზეინკალს დავეხმარეთ 204 ლარით დიაბეტური დაავადების გამო ჩასატარებელი კვლევების დასაფინანსებლად, ცენტრალური ლაბორატორიის ლაბორანტს გაეწია დახმარება 775 ლარის ოდენობით მხრის ძვლის მოტეხილობის სამკურნალოდ, ელექტროშემკეთებელი საამქროს აირშემდუღებელს დავეხმარეთღ 372 ლარით ფილტვის კიბოს სამკურნალოდ.
რაც ეხება ოჯახის წევრების განცხადებებს, ფონდის რესურსი გადანაწილდა შემდეგნაირად: აიტის სამსახურის თანამშრომელს შვილის ლიტოტრიფსიის ჩასატარებლად დავეხმარეთ 587 ლარით, სამედიცინო სამსახურის ექიმს გაეწია დახმარება 2835 ლარის ოდენობით შვილის ასტიგმატიზმის სამკურნალოდ, ტომრების საამქროს დამლაგებელს დავეხმარეთ 260 ლარით მეუღლის ასტენიის სამკურნალოდ, იგივე საამქროს მეაპარატეს გაეწია დახმარება 1963 ლარის ოდენობით მეუღლის სისხლის კოაგულაციის დარღვევის სამკურნალოდ, კაპროლაქტამის წარმოების თანამშრომელს ქალიშვილის მიოპიის და ასტიგმატიზმის მკურნალობისთვის გაეწია დახმარება 2000 ლარის ოდენობით, ციანმარილების წარმოების მეაპარატეს დავეხმარეთ 1440 ლარით შვილიშვილის იდიოპათიური სქოლიოზის სამკურნალოდ.