სამშაბათს, 28 ოქტომბერს, „რუსთავის აზოტი ინდორამას“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკის) თავმჯდომარე, დავით ნარმანია და კომისიის წევრი, გიორგი ფანგანი ეწვივნენ.
სემეკის ხელმძღვანელი პირები ადგილზე გაეცნენ საწარმოში მიმდინარე ცვლილებებს და მოდერნიზებული ციანმარილების და აზოტმჟავის საამქროების ფუნქციონირება ნახეს. კერძოდ, სტუმრებმა მოინახულეს ციანმარილების წარმოებაში ჩამდინარე წყლების გაწმენდის ახალი უბანი, აზოტმჟავას წარმოებაში ორთქლის ენერგოეფექტური ტურბინა და აზოტმჟავას წარმოებაში მოდერნიზირებული კატალიზური გაწმენდის რეაქტორი. ამის შემდეგ სტუმრები გაეცნენ ახალი ფოროვანი გვარჯილის პროექტს, რომელის გაშვებაც 2026 წელს იგეგმება.
ვიზიტმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა სახელმწიფო და კერძო სექტორებს შორის მჭიდრო თანამშრომლობისა და ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას ენერგოეფექტური და მდგრადი წარმოების განვითარების საქმეში.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *